"უმი ბოსტნეული უფრო სასარგებლოა, ვიდრე სუპში მოხარშული და რატომ არის აუცილებელი, რომ ბავშვმა წვნიანი მიიღოს?" - რას წერს ბუწაშვილი მშობლებისთვის აქტუალურ თემაზე? | Allnews.Ge

"უმი ბოსტნეული უფრო სასარგებლოა, ვიდრე სუპში მოხარშული და რატომ არის აუცილებელი, რომ ბავშვმა წვნიანი მიიღოს?" - რას წერს ბუწაშვილი მშობლებისთვის აქტუალურ თემაზე?

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და მშობ­ლებს მო­რიგ რჩე­ვას აძ­ლევს. ამ­ჯე­რად სა­უ­ბა­რია ბავ­შვე­ბის­თვის წვნი­ა­ნის მი­ღე­ბა­ზე:

"პა­ცი­ენ­ტებს ხში­რად ვე­კი­თხე­ბი კვე­ბის რე­ჟი­მის შე­სა­ხებ, გან­სა­კუთ­რე­ბით როცა პა­ცი­ენ­ტი ბავ­შვია. უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში ერ­თნა­ი­რი სცე­ნა­რია ხოლ­მე: დედა ან ბე­ბია ძა­ლი­ან უკ­მა­ყო­ფი­ლო აღ­ნიშ­ნავს, რომ ბავ­შვი ძა­ლი­ან ცუ­დად იკ­ვე­ბე­ბა. რომ ჩა­ვე­კი­თხე­ბი, აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზი არის ის, რომ "არ ჭამს წვნი­ა­ნებს". ბავ­შვს სა­ხე­ზე აწე­რია, რომ ამ თე­მა­ზე ორ­თაბ­რძო­ლე­ბი აქვს ოჯახ­ში გა­მოვ­ლი­ლი... რა­ტომ არის ასე­თი და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა უფ­რო­სე­ბის მხრი­დან, რომ ბავ­შვმა წვნი­ა­ნი საჭ­მე­ლი მი­ი­ღოს, ბო­ლომ­დე ჩემ­თვის გა­სა­გე­ბი არ არის.

თუ ბავ­შვი (ცხა­დია, მოზ­რდი­ლიც), ადექ­ვა­ტუ­რად იღებს საკ­ვებს, ჭამს ბოსტნე­ულს და ხილს, სვამს წყალს, წვნი­ა­ნი რა­ტომ არის ასე­თი აუ­ცი­ლე­ბე­ლი? ზო­გის­თვის ბავ­შვო­ბის მწა­რე მო­გო­ნე­ბაა სუ­პებს რომ აძა­ლებ­დნენ და მერე თვი­თონ აძა­ლებს თა­ვის შვილს, თით­ქოს ეს ტრა­დი­ცია მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­დის და თან არა­ვინ იცის, რა­ტომ:).

უკვე წი­ნას­წარ ვიცი უკ­მა­ყო­ფი­ლო კო­მენ­ტა­რე­ბის ში­ნა­არ­სი, რაც ამ პოს­ტის ქვეშ და­ი­დე­ბა და მათ წი­ნას­წარ­ვე მინ­და ვკი­თხო: სუ­პის სარ­გებ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს იმას­თან, რომ შე­ი­ცავს ბოსტნე­ულს და სი­თხეს, იწ­ვევს სი­სავ­სის შეგ­რძნე­ბას და წვნი­ა­ნის ჭა­მით შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი კა­ლო­რია მი­ვი­ღოთ. თუ ბავ­შვი ბოსტნე­ულ­საც იღებს და წყალ­საც სვამს, აუ­ცი­ლებ­ლად ერ­თად მო­ხარ­შუ­ლი რა­ტომ უნდა მი­ი­ღოს, მი­თუ­მე­ტეს, რომ უმი ბოსტნე­უ­ლი ბევ­რად უფრო სა­სარ­გებ­ლოა, ვიდ­რე სუპ­ში მო­ხარ­შუ­ლი და უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში სარ­გებ­ლო­ბა­და­კარ­გუ­ლი.

რა ვიცი, არა მგო­ნია დღეს ჩვე­ნი ბავ­შვე­ბის კვე­ბა­ში ეს იყოს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რად უფრო მეტი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არას­წო­რი ელე­მენ­ტე­ბია ჩვე­ნი ბავ­შვე­ბის და მო­ზარ­დე­ბის კვე­ბის რე­ჟიმ­ში" - წერს ბუ­წაშ­ვი­ლი.

myquiz