"მინდა ჩემი და მარგარეტის გარშემო დატრიალებულ დრამაზე გითხრათ" - წყვილი, რომელიც წლების წინ შატილში დასახლდა, ახლა კი ემიგრაციაში მიდის | Allnews.Ge

"მინდა ჩემი და მარგარეტის გარშემო დატრიალებულ დრამაზე გითხრათ" - წყვილი, რომელიც წლების წინ შატილში დასახლდა, ახლა კი ემიგრაციაში მიდის

გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლი და მარ­გა­რეტ და­ი­ა­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მას შემ­დეგ გა­იც­ნო, რაც სა­ცხოვ­რებ­ლად შა­ტილ­ში გა­დას­ვლა გა­და­წყვი­ტეს. ახალ­გაზ­რდა წყვი­ლი წლე­ბია, რაც მთებ­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბის რთუ­ლი პი­რო­ბე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რის გამო, რო­მელ­შიც ახლა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი ცხოვ­რობს, მა­თაც გა­და­წყვი­ტეს სა­ზღვრებს მიღ­მა წას­ვლა.

წყვი­ლის ამ­გვარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის მხრი­დან კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. წას­ვლის მი­ზე­ზებ­სა და გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კა­ზე გი­ორ­გი ჭინ­ჭა­უ­რა­უ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"მინ­და ბოლო დროს, ჩემი და მარ­გა­რე­ტის გარ­შე­მო დატ­რი­ა­ლე­ბულ დრა­მა­ზე გი­თხრათ, ერთი-ორი სი­ტყვა(ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლას ვგუ­ლის­ხმობ).უამ­რა­ვი აზრი გაჟ­ღერ­და, რომ უნდა დავ­რჩეთ, შეგ­ვე­შინ­და და გავ­რბი­ვართ, "ვერ გავ­ქა­ჩეთ“, "ღმერ­თო ეს რა უბე­დუ­რე­ბაა" და ა.შ.

ძი­რი­თა­დად მე­სი­ჯე­ბი იყო ემო­ცი­უ­რი და სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი. ხოდა, ცოტა არ იყოს და­ვი­ღა­ლე ამ პო­ე­ზი­ით და მინ­და გი­თხრათ, რომ რე­ა­ლის­ტე­ბი ვი­ყოთ და ნუ გვი­ყუ­რებთ რო­გორც ფილ­მის გმი­რებს, ან მუ­ზე­უ­მის ექ­სპო­ნა­ტებს. ჩვე­ნი წას­ვლა კი არაა ტრა­გე­დია, ბოლო სამ თვე­ში სა­ქარ­თვე­ლოს ასი ათას­მა მო­ქა­ლა­ქემ და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა, თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის ოჯა­ხი­დან, ორი და ორზე მეტი წევ­რი ემიგ­რა­ცი­ა­შია და ჩვენც მათ შო­რის ვიქ­ნე­ბით, მა­შინ როცა მტე­რი სა­ხელ­მწი­ფოს ასი­ა­თა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე კომ­ფორ­ტს იქ­მნის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და ისე გვი­ყუ­რე­ბენ რო­გორც ეგ­ზო­ტი­კურ სა­სა­ცი­ლო არ­სე­ბებს, რომ­ლებ­საც გემ­რი­ე­ლი ხინ­კლის მოხ­ვე­ვა შე­უძ­ლი­ათ.

ტრა­გე­დია არაა დამ­დგა­რი შე­დე­გი რომ ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს გვინ­და წას­ვლა, გან­ვი­თა­რე­ბა, ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა, მო­წეს­რი­გე­ბულ სა­მარ­თლებ­რივ და სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბის და საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. ტრა­გე­დია არის მი­ზე­ზი, რის გა­მოც ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში არ გვაქვს და გა­ურ­კვე­ვე­ლია, რო­დის გვექ­ნე­ბა.

ტრა­გე­დი­აა, რომ მო­რა­ლუ­რად იმ­დე­ნად დავ­ბე­ჩავ­დით და და­ბა­ლი სტან­დარ­ტე­ბი გვაქვს, რომ საბ­ჭო­თა მენ­ტა­ლი­ტე­ტის სა­ე­რო და სა­სუ­ლი­ე­რო ელი­ტე­ბის სი­თავ­ხე­დეს მო­წი­წე­ბით ვყლა­პავთ და მათ ნე­ბის­მი­ერ ყალბ, უგე­მოვ­ნო პო­პუ­ლიზმს ხბოს აღ­ტა­ცე­ბით ვე­გე­ბე­ბით. ტრა­გე­დი­აა, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ხალ­ხის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მმარ­თვე­ლო­ბის ნაც­ვლად, რა­ღაც გა­უ­გე­ბა­რი ფე­ო­და­ლიზ­მის და დე­მა­გო­გი­ის ნა­ზა­ვი გვაქვს. ტრა­გე­დი­აა, რომ პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა არ გვაქვს მა­სი­უ­რად ყვე­ლას.

ისევ უდაბ­ნო­ში და­ვე­ხე­ტე­ბით და "40 წელი" ვერ შეგ­ვის­რულ­და. ვერ გა­და­ი­რე­ცხა ქარ­თვე­ლე­ბის გო­ნე­ბი­დან მტკივ­ნე­უ­ლი საბ­ჭო­თა დამ­ღა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ ვი­ყო­ფით "კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბად" და ნაც­რის­ფერ მა­სად. ვი­საც წას­ვლა გვინ­და, ყვე­ლას არ გვაქვს საკ­ვე­ბის, სას­მე­ლის, ან ზამ­თარ­ში გათ­ბო­ბის პრობ­ლე­მა.

თა­ნა­მედ­რო­ვე ახალ­გაზ­რდე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა­თა პი­რა­მი­და­ში სხვა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბიც არ­სე­ბობს. ამი­ტო­მაც, სრუ­ლი­ად უად­გი­ლოა ბევ­რი გულ­წრფე­ლი, მაგ­რამ ამა­ვე დროს გუ­ლუბ­რყვი­ლო კე­თი­ლის მსურ­ვე­ლის კო­მენ­ტა­რი თით­ქოს სა­ნამ ჭინ­ჭა­რი იზ­რდე­ბა კლდე­ებ­ზე არა­ფე­რი გვი­ჭირს და ხმელ პურ­ზეც იო­ლად გა­ვალთ.

"არ გავცვლი სალ­სა კლდე­ებ­სა" კარ­გი ლექ­სია, თუმ­ცა ის მა­ინც ლექ­სია და ფე­ო­და­ლურ ხა­ნა­ში ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის მიერ თვით­გა­დარ­ჩე­ნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის გა­ი­დე­ა­ლე­ბა მო­მა­ვალს ვერ მოგ­ვცემს. ყვე­ლა­ფე­რი მო­ვით­მი­ნოთ და "რა­ღა­ცა იქ­ნე­ბა" არის თა­ვი­სუ­ფა­ლი ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნის­თვის სა­შინ­ლად და­მამ­ცი­რე­ბე­ლი იდეა.

ვე­რა­ვინ გვე­ტყვის, რომ რა­მის შეგ­ვე­შინ­და. მე-4-ე წე­ლია სა­ჯა­როდ ვამ­ბობ სათ­ქმელს და არც სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის შემ­ში­ნე­ბია და არც გა­და­სახ­ლე­ბის. .ჩვენ რომ აქ ვცხოვ­რობთ ეს გმი­რო­ბა არაა, იმი­ტომ, რომ აქ ჩვე­ნი სურ­ვი­ლით ვართ, გვიყ­ვარს ხევ­სუ­რე­თი, აქ ვართ კომ­ფორ­ტუ­ლად და სწო­რედ ეს არ გვხდის გმი­რე­ბად", - წერს გი­ორ­გი ჭინ­ჭა­უ­ა­რუ­ლი.

myquiz