"მიშა არ მევასება, მოძალადე და ბანდიტია. ასევე, არ მომწონს ბიძინა. პირველი ჩემთვის არის ფაშიზმი, მეორე - კომუნიზმი" - რას ჰყვება მსახიობი, რომელმაც სპექტაკლების რუსულად თამაშზე უარი თქვა | Allnews.Ge

"მიშა არ მევასება, მოძალადე და ბანდიტია. ასევე, არ მომწონს ბიძინა. პირველი ჩემთვის არის ფაშიზმი, მეორე - კომუნიზმი" - რას ჰყვება მსახიობი, რომელმაც სპექტაკლების რუსულად თამაშზე უარი თქვა

რის გამო და­ა­ყე­ნა მსა­ხი­ობ­მა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ თა­ვი­სი 17-წლი­ა­ნი კა­რი­ე­რა "არ მომ­წონს ბა­ტო­ნო­ბის სის­ტე­მა და ერ­თმა­ნეთ­ში პირ­ფე­რო­ბა“

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­შიც თბი­ლი­სის ალექ­სან­დრე გრი­ბო­ე­დო­ვის სა­ხე­ლო­ბის რუ­სუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ივა­ნე ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებ­და რო­გორც უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს, ისე თა­ვის სამ­შობ­ლოს ყვე­ლა დამ­ცველს და პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, უარს ამ­ბობ­და სპექ­ტაკ­ლე­ბი რუ­სულ ენა­ზე ეთა­მა­შა. ივა­ნე ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი 2005 წლი­დან დღემ­დე, აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­ატ­რის და­სის წევ­რია და არა­ერ­თი როლი შე­ას­რუ­ლა გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე, 2007 წლი­დან კი თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის წარ­მოდ­გე­ნებ­ში მიწ­ვე­ვით მო­ნა­წი­ლე­ობს. სპონ­ტა­ნუ­რი ნა­ბი­ჯი თუ ღრმად გა­აზ­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დღე­ვან­დე­ლი კულ­ტუ­რის პო­ლი­ტი­კა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის გეზი - ეს ჩვე­ნი სა­უბ­რის მთა­ვა­რი თე­მე­ბი გახ­ლდათ.

- ომი რომ და­ი­წყო, ცოტა ხანს სპექ­ტაკ­ლებ­ში ვთა­მა­შობ­დი და ეს ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მა­წუ­ხებ­და. თით­ქოს არა­ფე­რი ხდე­ბო­და, არა­ფერს ვიმ­ჩნევ­დით. მას შემ­დეგ, რაც ბუ­ჩას ფო­ტო­ე­ბი ვნა­ხე, ეს ჩემ­თვის იმ­დე­ნად შემ­ზა­რა­ვი აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­მა­ფხიზ­ლა და ვე­ღარ გავ­ჩერ­დი. ჩემს მე­გო­ბარ ალექს მე­ლი­ქოვს ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ვუ­ამ­ბე და ვი­დე­ოს ჩა­წე­რა ვთხო­ვე. წი­ნას­წარ დავ­წე­რე ტექ­სტი, რად­გან არ მინ­დო­და იმპრო­ვი­ზე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო; მსურ­და ხაზ­გას­მით და­მე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა ჩემი პრო­ტეს­ტი და პო­ზი­ცია. ვი­დე­ო­ში რუ­სულ ენა­ზე ვლა­პა­რა­კობ, რად­გან ყვე­ლა ჩემი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი მე­გობ­რის­თვის გა­სა­გე­ბი იყოს. მინ­დო­და ჩემს ტექსტს ჰქო­ნო­და სუბტიტ­რე­ბიც. დე­და­ჩე­მი თარ­ჯი­მა­ნია და ტექ­სტი ინ­გლი­სუ­რად მას ვა­თარ­გმნი­ნე, ხოლო უკ­რა­ი­ნუ­ლად ჩემს უკ­რა­ი­ნელ მე­გო­ბარს. ვი­დეო 6 აპ­რილს გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე და იქ აღ­ვნიშ­ნავ, რომ სპექ­ტაკ­ლებს რუ­სულ ენა­ზე აღარ ვთა­მა­შობ მა­ნამ, სა­ნამ მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლი და გე­ნო­ცი­დი უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის გა­მარ­ჯვე­ბით არ დას­რულ­დე­ბა. თე­ატ­რში გან­ცხა­დე­ბაც დავ­წე­რე და უხელ­ფა­სო შვე­ბუ­ლე­ბა­ში ვარ. იქაც ასეა მი­თი­თე­ბუ­ლია სა­ნამ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი არ დას­რულ­დე­ბა უკ­რა­ი­ნის სა­სარ­გებ­ლოდ, სცე­ნა­ზე არ დავ­ბრუნ­დე­ბი.

-0:04 - 17-წლი­ა­ნი სტა­ჟი ცოტა არ არის. რთუ­ლია, თე­ატრს ერთი ხე­ლის მოს­მით და­ემ­შვი­დო­ბო და იმე­დია, ეს დრო­ე­ბი­თია...

- მარ­თლა ძა­ლი­ან ძნე­ლია. ამ თე­ატრს უამ­რა­ვი რამ შევ­წი­რე, თუმ­ცა ბევ­რიც მომ­ცა და ამის­თვის მად­ლი­ე­რი ვარ. გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რში არა­ერთ ცენ­ტრა­ლურ სპექ­ტაკლში მაქვს ნა­თა­მა­შე­ბი ასე­თი­ვე რო­ლე­ბი, თავს ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ­დი და ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ხელ­ფა­სიც მქონ­და, მაგ­რამ სინ­დი­სის ქენ­ჯნა ვიგ­რძე­ნი. შე­იძ­ლე­ბა ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სპონ­ტა­ნუ­რი იყო, ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ემო­ცი­ურ ფონ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად ისიც ვიცი, რომ სხვაგ­ვა­რად მოქ­ცე­ვა არ შე­მეძ­ლო. სა­ნამ ვი­დე­ოს გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებ­დი ბევ­რი ვი­ფიქ­რე. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მიყ­ვარს ეს თე­ატ­რი, იქ 21 წლის ბავ­შვი მი­ვე­დი და ახლა 38 წლის კაცი ვარ, მაგ­რამ ეს მა­ინც გა­ვა­კე­თე.

- რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომამ­დე დავ­კარ­გეთ სა­მა­ჩაბ­ლო, აფხა­ზე­თი. და­ვუშ­ვათ ახლა უკ­რა­ი­ნამ გა­ი­მარ­ჯვა, ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ხომ მა­ინც ოკუ­პი­რე­ბუ­ლად დარ­ჩე­ბა? რუ­სულ ენა­ზე თა­მა­ში ხომ მა­ინც მო­გი­წევს?

- მეს­მის, რომ მა­ნამ­დე იყო აფხა­ზე­თი, სა­მა­ჩაბ­ლო, ჩეჩ­ნე­თი, მაგ­რამ ეს იმას ხომ არ ნიშ­ნავს, მა­შინ რომ არ შე­ვიმ­ჩნი­ეთ, ახ­ლაც იგი­ვე შეც­დო­მა და­ვუშ­ვათ?! არ შე­ვიმ­ჩნიო, რა ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში?! "2008 წელს სად იყა­ვი?!“ - ბევ­რი მე­კი­თხე­ბა. იმ დროს 14 წლით პა­ტა­რა, თე­ატ­რში 3 წლის მი­სუ­ლი, უფ­რო­სე­ბის აზ­რე­ბი­სა და რი­ტო­რი­კის დიდი გავ­ლე­ნის ქვეშ ვი­ყა­ვი. შე­იძ­ლე­ბა ისიც ით­ქვას, რომ მა­შინ კა­რი­ე­რულ­მა ამ­ბი­ცი­ებ­მა მძლია. ვფიქ­რობ­დი, მე მსა­ხი­ო­ბად აქ უნდა ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე, ჩემი სათ­ქმე­ლი ამ თე­ატ­რის სცე­ნი­დან ვთქვა, ეს 170 წლის თე­ატ­რია და ა.შ. თან, სულ მეს­მო­და, კულ­ტუ­რა და პო­ლი­ტი­კა ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­ში არ არი­სო, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც, სულ ისე ხდე­ბა, რომ გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტებ­ში ისი­ნი იკ­ვე­თე­ბი­ან... რაც შე­ე­ხე­ბა და­კარ­გულ ტე­რი­ტო­რი­ებს, არ­სე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის ხელ­ში ვე­რა­ფერს და­ვიბ­რუ­ნებთ, პი­რი­ქით, შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცე­ბი კი­დევ გა­და­უ­ლო­ცონ. ნორ­მა­ლუ­რი, პატ­რი­ო­ტი და პროგ­რეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში კი, ქვე­ყა­ნა ისე გან­ვი­თარ­დე­ბა, აფხა­ზე­თი და ოსე­თი ავ­ტო­მა­ტუ­რად, თა­ვად გვთხოვს ყვე­ლა­ფე­რი ისევ ისე იყოს, რო­გორც უწინ.

- ვინ რო­გორ შეხ­ვდა შენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და დღეს იმ სპექ­ტაკ­ლებ­ში, სა­დაც თა­მა­შობ­დი, შენი სხვა მსა­ხი­ო­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბა მოხ­და?

- ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან დიდი მხარ­და­ჭე­რა მქონ­და, დე­და­ჩემ­მაც ძა­ლი­ან ია­მა­ყა ჩემი ამ ნა­ბი­ჯით და ახ­ლაც ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს, როცა ამ თე­მა­ზე ვსა­უბ­რობ. რაც შე­ე­ხე­ბა თე­ატრს, ჯერ არ ვარ ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლი. თა­მაშ­ზე უარი რომ ვთქვი, ორი სპექ­ტაკ­ლი უკვე და­ნიშ­ნუ­ლი იყო და მა­შინ ჩემს ნაც­ვლად რო­ლებ­ზე სას­წრა­ფოდ ორი კო­ლე­გა "შე­ვი­და“. მო­მა­ვალ­ში რე­პე­ტი­ცი­ე­ბი რომ და­ი­ნიშ­ნე­ბა, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად და­ვეხ­მა­რე­ბი ყვე­ლას, რად­გან მათი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ. 2008 წელს მე ვერ გავ­ბე­დე ასე მოქ­ცე­ვა, შე­იძ­ლე­ბა დღეს ჩემი კო­ლე­გა ვერ ბე­დავს, მაგ­რამ ხვალ მო­სა­ლოდ­ნე­ლია მა­ნაც იგი­ვე ან მე­ტიც გა­ა­კე­თოს.

- და ელო­დი კო­ლე­გე­ბის მხრი­დან იმა­ვე ნა­ბიჯ­სა და სო­ლი­და­რო­ბას?

- მე არა­ვის­თან არა­ფე­რი შე­მი­თან­ხმე­ბია. ჩემს პო­ზი­ცი­ას არ ვცვლი. თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. ყვე­ლამ იცის სა­მარ­თა­ლი რო­მელ მხა­რე­საა, იმათ­მაც, ვინც მე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ან ვი­საც ჩემ­გან ეს ნა­ბი­ჯი სწყინს. თე­ატ­რში რომ მი­ვე­დი, ვთქვი: გა­აპ­რო­ტეს­ტეთ, არ ვი­თა­მა­შოთ, რა, ყვე­ლას გაგ­ვყრი­ან და ახალ რუ­სულ დასს შეკ­რე­ბენ?! არა, ასე არ მოხ­დე­ბა, რად­გან ეს სწო­რი პო­ზი­ცი­აა და უკ­რა­ი­ნა­ში ეს გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა უნდა დას­რულ­დეს-მეთ­ქი, მაგ­რამ ასე არ მოხ­და, ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა არ იყო. ალ­ბათ ბევ­რი ფიქ­რობს, "რა ქნა ახლა ამან? რა გა­მოხ­ტა? ამით რა მო­ი­გო?!“ არა­ფე­რი მო­მი­გია, პი­რი­ქით, ჩემი საყ­ვა­რე­ლი პრო­ფე­სია აღარ მაქვს, მაგ­რამ ფაქ­ტია, ძვე­ლე­ბურ რე­ჟიმ­ში თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბას ვე­ღარ შევ­ძლებ­დი.

- შე­საძ­ლოა პრო­ტეს­ტის გან­ცდა და სურ­ვი­ლიც ბევ­რს ჰქონ­დეს, მაგ­რამ არ­სე­ბობს მთე­ლი რიგი ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლის გა­მოც რა­დი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა ჭირს და ამა­ში ვგუ­ლის­ხმობ ფი­ნან­სურ სა­კითხს, ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ოჯა­ხის წი­ნა­შე და ა.შ. ვიცი, ბევ­რს ვმუ­შა­ობ და თან, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას. თე­ატ­რის გარ­და, და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი რომ არ გქო­ნო­და, მა­ინც ასე მო­იქ­ცე­ო­დი?

- ფრი­ლან­სე­რი ვარ, გახ­მო­ვა­ნე­ბა, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის წაყ­ვა­ნა, გა­მი­კე­თე­ბია რამ­დე­ნი­მე ივენ­თის ორ­გა­ნი­ზე­ბა და ახლა ვა­პი­რებ ერთ-ერთ სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო­ში სტა­ჟი­რე­ბა გა­ვი­ა­რო სოც-მე­დი­ი­სა და მარ­კე­ტინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით. კი, თე­ატრს გა­რეთ შე­მო­სავ­ლებ­მა დიდი სივ­რცე მომ­ცა ნახ­ტო­მის­თვის, მაგ­რამ მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი თემა გა­დამ­წყვე­ტი არ ყო­ფი­ლა... 2016 წელს ვი­თა­მა­შე სპექ­ტაკლში "მე - ნი­კო­ლაი გუ­მი­ლი­ო­ვი!“ ძა­ლი­ან მა­გა­რი სპექ­ტაკ­ლია და ყალ­ბი თავ­მდაბ­ლო­ბის გა­რე­შე ვი­ტყვი, მეც კარ­გი ვარ. სა­ნამ ომი და­ი­წყე­ბო­და, უკვე ვი­ცო­დი, რომ ის ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ა­ში, სკო­პი­ე­ში მო­ნოს­პექ­ტაკ­ლე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე უნდა წაგ­ვე­ღო. იქ წას­ვლა ძა­ლი­ან მინ­დო­და, მაგ­რამ გას­ტრო­ლის გამო გავ­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყა­ვი?! არ შე­მიძ­ლია იმას ვემ­სა­ხუ­რო, რაც არ მომ­წონს, თავს ცუ­დად ვგრძნობ. სპექ­ტაკლში ერ­თგან ლექსში ტექ­სტი მაქვს; "ზო­ლო­ტოე სერ­ცე რა­სიი, მირ­ნა ბი­ოტ­სა ვ გრუ­დი მა­ი­ეი“. ეს სპექ­ტაკ­ლი უჟგო­როდ­ში რომ ვი­თა­მა­შე, ეს სტრო­ფი ვერ ვთქვი და ამო­ვი­ღე. და ახლა რო­გორ­ღა მეთ­ქვა?!

- გაჩ­ნდე­ბა კი­თხვაც, იქ­ნებ თე­ატ­რი მოგ­ბეზ­რდა და ხმა­უ­რი­ა­ნი გზით გა­და­წყვი­ტე მას­თან გან­შო­რე­ბა?

- არ მომ­ბეზ­რდა, საქ­მე სხვა რა­მე­შია, დღე­ვან­დელ თე­ატ­რში ბევ­რი რამ არ მომ­წონს და ზო­გა­დად, კულ­ტუ­რის სფე­რო­ში. ამას ავ­ხსნი: არ მომ­წონს ბა­ტო­ნო­ბის სის­ტე­მა და ერ­თმა­ნეთ­ში პირ­ფე­რო­ბა.

- თუმ­ცა ეს ხომ ოდით­გან­ვე ასე იყო... კი­დევ რა არ მოგ­წონს დღე­ვან­დელ მმარ­თვე­ლო­ბა­ში?

- ვთვლი, რომ პრო­რუ­სუ­ლი მთავ­რო­ბა გვყავს. 2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ია­როს­ლავ­ში ფეს­ტი­ვალ­ზე ვი­ყა­ვით და და­სის პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, მას სა­ქარ­თვე­ლო ხსნი­და.

სა­ერ­თოდ, უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ რუ­სეთ­ში მა­ყუ­რებ­ლის­გან ყო­ველ­თვის და­დე­ბი­თი ენერ­გია მო­დი­ო­და, გვა­ფა­სებ­დნენ და ეს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო მა­ნამ, სა­ნამ ეს ხოც­ვა-ჟლე­ტა არ მოხ­დე­ბო­და, ამ ომმა ყვე­ლა­ფერ კარ­გს ხაზი გა­და­უს­ვა. მოკ­ლედ, გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ლია, კუ­ლი­სებ­ში კოს­ტი­უ­მებ­ში ვდგა­ვართ და სცე­ნა­ზე მყოფ­ნი აცხა­დე­ბენ, თუ რო­მე­ლი თე­ატ­რე­ბი არი­ან ფეს­ტი­ვალ­ზე ჩა­მო­სუ­ლი. ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ჩვენ და აფხა­ზე­თი ცალ-ცალ­კე ქვეყ­ნე­ბად გა­მოგ­ვა­ცხა­დეს. ამა­კან­კა­ლა. ვი­ფიქ­რე, ახლა ის მო­მენ­ტია, რომ პრინ­ცი­პუ­ლად დავ­დგე და თქვა, სპექ­ტაკლს არ ვი­თა­მა­შებ, ჩავ­შლი, მაგ­რამ მა­შინ ვერ გავ­ბე­დე. ძა­ლი­ან ძნე­ლია, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თა­ნაც წლე­ბია ხარ, ვი­საც უყ­ვარ­ხარ და საქ­მეც, რო­მელ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბი, უც­ბად, ერ­თი­ა­ნად მო­ი­წყვი­ტო. მთა­ვა­რი ისაა, რომ აფხა­ზე­თი­სა და ჩვე­ნი ცალ-ცალ­კე გა­მო­ცხა­დე­ბა არ­სად არა­ვინ შე­იმ­ჩნია და სამ­წუ­ხა­როდ, ეს სი­ტყვე­ბი ყვე­ლამ გა­ა­ტა­რა. აი, ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ ბა­ტო­ნო­ბი­სა და თა­ვის დახ­რის სის­ტე­მა უნდა მო­ი­შა­ლოს, არ შე­იძ­ლე­ბა ასე ვი­ცხოვ­როთ კი­დევ წლე­ბი.

- დღე­ვან­დელ კულ­ტუ­რის მი­ნისტრს ბევ­რი უწო­ნებს ქარ­თულ თე­ატ­რა­ლურ სფე­რო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ რე­ფორ­მებს, ასე­ვე გა­რე­მონტდა შე­ნო­ბე­ბი, ბევ­რი პრო­ექ­ტი და გას­ტრო­ლი და­ფი­ნანსდა. ის სულ და­დის პრე­მი­ე­რებ­ზე და თე­ატ­რა­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ ამ­დე­ნი კარ­გი ამ დარ­გში, არც ერთი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის დროს არ მომ­ხდა­რა...

- ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით რა თქმა უნდა, გა­კეთ­და, მაგ­რამ არტი მარ­ტო მა­ტე­რია არ არის. სა­მა­გი­ე­როდ, ის­ჯე­ბი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ოპო­ზი­ცი­უ­რი მო­საზ­რე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ამ მდგო­მა­რე­ო­ბას კი არა­ვინ აპ­რო­ტეს­ტებს. და რა, რომ მი­ნის­ტრი პრე­მი­ე­რებ­ზე და­დის? ნუ ივ­ლის, ამით შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, რომ კულ­ტუ­რა­ზე ზრუ­ნავს?! პა­რა­ლე­ლუ­რად ამი­სა, მუ­ზე­უ­მე­ბი­დან პრო­ფე­სი­ო­ნალ თა­ნამ­შრომ­ლებს უშ­ვებს და სა­ლო­მე ჯა­შის ფილ­მს ბლო­კავს, რო­მე­ლიც არც კი უნა­ხავს, მაგ­რამ სმე­ნია, რომ "ბა­ტონს“ შე­ე­ხო... ყვე­ლა­ფერ­ზე რა­დი­კა­ლუ­რი პრო­ტეს­ტი უნდა გა­მო­ით­ქვას. არ­ტის­ტუ­ლი ერი, მეტ-ნაკ­ლე­ბად ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხი ვართ, უამ­რა­ვი თა­ნა­მედ­რო­ვე ტრენ­დი არ­სე­ბობს, ათა­სი სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მის გა­კე­თე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი და თუ მო­ვინ­დო­მებთ, ჩვენს ჭიას ყველ­გან გა­ვა­ხა­რებთ.

- ფიქ­რობ, რომ კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის "ფე­ის­ბუ­კი“ კონ­ტროლ­დე­ბა? ვინ რას წერს, ვინ რას იწო­ნებს, ადა­მი­ა­ნე­ბი ამის მი­ხედ­ვით ხდე­ბი­ან პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ­ნი ან პი­რი­ქით?

- არ ვიცი. გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა მაქვს და სა­კუ­თა­რი აზ­რის პირ­და­პირ და­ფიქ­სი­რე­ბას არ ვე­რი­დე­ბი. რაც არ მომ­წონს, ყო­ველ­თვის ღიად ვამ­ბობ, რომ ეს არის დეგ­რა­და­ცია, დესტრუქ­ცია და ფსკე­რი. ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი მაქ­სიმ გორ­კის ნა­წარ­მო­ე­ბის - "ფსკერ­ზე“ პერ­სო­ნა­ჟე­ბი­ვით არი­ან. დესტრუქ­ცი­უ­ლი და პი­რად ინ­ტე­რე­სებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მთავ­რო­ბა გყავს, რო­მელ­საც ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი აქვს გა­ქარ­წყლე­ბუ­ლი.

- ზე­ვით პროგ­რეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მთავ­რო­ბა ახ­სე­ნე და და­ვა­კონ­კრე­ტოთ, რო­გო­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გსურს რომ გვყავ­დეს და ან ვინ­მე თუ წარ­მო­გიდ­გე­ნია ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლო­ბის სა­და­ვე­ებ­თან, ლი­დე­რად?

- პირ­ველ რიგ­ში, მინ­და და­ვა­ფიქ­სი­რო, რომ მიშა არ მე­ვა­სე­ბა, მო­ძა­ლა­დე და ბან­დი­ტია. ასე­ვე, არ მომ­წონს ბი­ძი­ნა. პირ­ვე­ლი ჩემ­თვის არის ფა­შიზ­მი, ხოლო მე­ო­რე - კო­მუ­ნიზ­მი. ახლა რა­საც ვი­ტყვი, ბევ­რს არ მო­ე­წო­ნე­ბა, მაგ­რამ არ მო­ვე­რი­დე­ბი. რო­გორც ერთ ქარ­თველ მო­ქა­ლა­ქეს, ნდო­ბის გან­ცდა მაქვს ზურა ჯა­ფა­რი­ძი­სად­მი. არ მა­ინ­ტე­რე­სებს მისი წარ­სუ­ლი და რო­გორ იმოქ­მე­დებს ხვალ, მაგ­რამ დღეს მე ის ყვე­ლა­ზე გა­სა­გებ ენა­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბა და პროგ­რეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ მე­სი­ჯებს სწო­რედ მის­გან ვის­მენ. შეც­დო­მე­ბი მოს­დის, ზოგ­ჯერ არა­სე­რი­ო­ზულ ნა­ბი­ჯებს დგამს და ამა­ზე გული მტკი­ვა, მაგ­რამ ქუ­ლებს არ იწერს იმით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაშ­ტე­რე­ბულ სეგ­მენ­ტთან და­დის, ფო­ტო­ე­ბის გამო ქუჩა-ქუჩა არც ბე­ბო­ებს ეხუ­ტე­ბა და არც ოჯა­ხის წევ­რებ­თან დგამს ფო­ტო­სე­სი­ებს. პირ­და­პი­რი, ხის­ტი ტი­პია და ვფიქ­რობ, ზურა ჯა­ფა­რი­ძე უნდა იყოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. ახალ თა­ო­ბას ხიბ­ლავს. ახლა ელექ­ტო­რა­ტი ცოტა ჰყავს, რად­გან მის ამომ­რჩე­ველს ამ ეტაპ­ზე ხმის უფ­ლე­ბა არ აქვს, ამი­ტომ ვფიქ­რობ, ის მო­მავ­ლის პო­ლი­ტი­კო­სია.

და­ბო­ლოს, ასე ვი­ტყვი: შე­იძ­ლე­ბა დუ­მი­ლი კომ­ფორ­ტუ­ლია, მაგ­რამ პრო­ტესტს ყო­ველ­თვის აქვს აზრი!..

ანა კა­ლან­და­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

myquiz