"დასავლეთში 2008 წელს ვერ მიხვდნენ რა მოტივით ხელმძღვანელობდა რუსეთი... პუტინის გეგმები მაშინაც იგივე იყო, რაც დღეს არის" - რა შეცდომა დაუშვა აგვისტოს ომის დროს დასავლეთმა? | Allnews.Ge

"დასავლეთში 2008 წელს ვერ მიხვდნენ რა მოტივით ხელმძღვანელობდა რუსეთი... პუტინის გეგმები მაშინაც იგივე იყო, რაც დღეს არის" - რა შეცდომა დაუშვა აგვისტოს ომის დროს დასავლეთმა?

2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის შე­მოჭ­რი­დან, რის შე­დე­გა­დაც აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ოკუ­პა­ცია მოხ­და, 14 წელი გა­ვი­და. მა­შინ აშშ-შიც და ევ­რო­პა­შიც ყვე­ლა კარ­გად ხვდე­ბო­და, რომ რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლო სწო­რედ პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სის გამო და­სა­ჯა, თუმ­ცა დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, ანუ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ას მო­ყო­ლი­ლი უმწვა­ვე­სი და­სავ­ლუ­რი პა­სუ­ხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ყვე­ლა ცხა­დად ხე­დავს, რა­ო­დენ არა­საკ­მა­რი­სი და არა­სა­თა­ნა­დო იყო 2008 წელს ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის რე­აქ­ცია. მე­ტიც - მა­შინ და­სავ­ლე­თი ცდი­ლობ­და, მომ­ხდარ­ში ნა­წი­ლობ­რივ სა­ქარ­თვე­ლოც და­ე­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­ნა, რა­საც მოწ­მობს ტა­ლი­ა­ვი­ნის კო­მი­სი­ის დას­კვნაც. დღეს ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი უკვე აღი­ა­რე­ბენ, რომ შეც­დო­მა და­უშ­ვეს, რო­დე­საც ვერ შეძ­ლეს და პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის ვე­რა­გი მიზ­ნე­ბი ვერ და­ი­ნა­ხეს. რა ხდე­ბო­და 14 წლის წინ მსოფ­ლი­ო­ში, რა­ტომ ვერ შეძ­ლეს აშშ-მა და ევ­რო­პამ გა­ეთ­ვა­ლათ რუ­სე­თის ზრახ­ვე­ბი 2014 წლის ყი­რი­მის ოკუ­პა­ცი­ის შემ­დგომ მა­ინც და რა­ტომ არ იმოქ­მე­და და­სავ­ლეთ­მა ისე­ვე კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლად და ეფექ­ტი­ა­ნად რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს, რო­გორც დღეს უკ­რა­ი­ნა­ში მოქ­მე­დებს? - ამ სა­კი­თხებ­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას"ექ­სპერ­ტი თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე ესა­უბ­რე­ბა. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

sharashenidzeetornike-1659943997.jpg

- მარ­თა­ლია, დღეს ყვე­ლა აღი­ა­რებს, რომ 2008 წელს და­სავ­ლე­თის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით რა­დი­კა­ლუ­რი და მკაც­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ, ჩემი აზ­რით, ვერ იქ­ნე­ბო­და და ამას არა­ერ­თი მი­ზე­ზი ჰქონ­და. უპირ­ვე­ლე­სად ის, რომ 2008 წელს კონ­ტექ­სტი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო. მა­შინ ყვე­ლა მხა­რემ აღი­ა­რა, რომ და­ე­თან­ხმე­ბო­და ევ­რო­კავ­ში­რის ეგი­დით შექ­მნი­ლი ე.წ. ტა­ლი­ა­ვი­ნის კო­მი­სი­ის დას­კვნას, რო­მელ­შიც ჩა­ი­წე­რა, რომ ომის და­წყე­ბა­ში ორი­ვე მხა­რე იყო დამ­ნა­შა­ვე და სწო­რედ აქ იყო მოშ­ვე­ლი­ე­ბუ­ლი ჩემ მიერ ნახ­სე­ნე­ბი კონ­ტექ­სტი. ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იდ­გნენ რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი, რაც ხელ­ზე და­იხ­ვი­ეს რუ­სებ­მა და ამ­ტკი­ცებ­დნენ, ქარ­თულ­მა მხა­რემ ჩვენს სამ­შვი­დო­ბო­ებს ეს­რო­ლაო... მოკ­ლედ, რუ­სეთ­მა ომის და­სა­წყე­ბად ფორ­მა­ლუ­რი მი­ზე­ზი გა­მო­ძებ­ნა. ასე­თი პირ­და­პი­რი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად არაპ­რო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი აგ­რე­სია, რაც უკ­რა­ი­ნა­ში მოხ­და, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში სხვა არც ყო­ფი­ლა. ის, რა­საც ახლა აკე­თებს რუ­სე­თი, ამ სა­უ­კუ­ნე­ში არ­სად მომ­ხდა­რა, არც - 2008 წელს. მა­შინ რუ­სებს რა­ღაც მა­ინც ჰქონ­დათ სათ­ქმე­ლი. ეს ერთი მი­ზე­ზია, რა­ტომ არ იმოქ­მე­და და­სავ­ლეთ­მა უფრო რა­დი­კა­ლუ­რად. გარ­და ამი­სა, იმ­ხა­ნად ისევ იყო ილუ­ზია, რომ პუ­ტინ­თან შე­რი­გე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და - გვახ­სოვს ობა­მას "გა­დატ­ვირ­თვის პო­ლი­ტი­კა"... და და­სავ­ლეთ­მა ამ ილუ­ზი­ით იცხოვ­რა 2022 წლის 24 თე­ბერ­ვლამ­დე.

- სა­ქარ­თვე­ლოს­თან ომი­დან ექ­ვსი წლის შემ­დეგ, 2014 წელს, რუ­სეთ­მა ყი­რი­მი და­ი­პყრო, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ და­სავ­ლეთ­მა ისევ თვა­ლი და­ხუ­ჭა. რა­ტომ?

- სამ­წუ­ხა­როდ, ისევ ჩემი ნახ­სე­ნე­ბი ილუ­ზი­ის გამო. იქაც იპო­ვეს რა­ღაც ხელ­მო­სა­ჭი­დი: ამ­ბობ­დნენ, ყი­რი­მი უკ­რა­ი­ნას რუ­სეთ­მა გა­დას­ცა ხრუშ­ჩო­ვის დროს, იქ რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტი დგა­სო და ა.შ. ისევ გა­ა­მარ­თლა პუ­ტი­ნი იმ ხალ­ხმა, ვი­საც სურ­და, და­ე­ჯე­რე­ბი­ნა, რომ კი­დევ შე­იძ­ლე­ბო­და მას­თან მო­რი­გე­ბა, რაც შეც­დო­მა იყო და ეს დღეს თვალ­სა­ჩი­ნოა...

- ამას უკვე აღი­ა­რე­ბენ აშშ-ისა და ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი... არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა მო­ვის­მი­ნეთ, რომ­ლებ­შიც ნახ­სე­ნე­ბია 2008 წლის აგ­რე­სია სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ და გა­მოთ­ქმუ­ლია სი­ნა­ნუ­ლიც, რომ დრო­უ­ლად ვერ მო­ხერ­ხდა რუ­სუ­ლი საფრ­თხის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა...

- ამ­ბო­ბენ, ურე­მი რომ გა­დაბ­რუნ­დე­ბა, გზა მერე გა­მოჩ­ნდე­ბაო... ეს და­ე­მარ­თა და­სავ­ლეთ­საც. მა­შინ მათ ვერ და­ი­ნა­ხეს, ვერ გათ­ვა­ლეს, რა მო­ტი­ვით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და პუ­ტი­ნი, მხო­ლოდ ახლა მიხ­ვდნენ, რაც იყო 2008 წლის აგ­რე­სი­ის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი. მი­უ­ხე­და­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კონ­ტექ­სტი­სა, პუ­ტი­ნის გეგ­მე­ბი 2008 წელ­საც იგი­ვე იყო, რაც დღეს არის.

- 2008 წლის ომის შემ­დეგ ქვეყ­ნის გა­რე­თაც და შიგ­ნი­თაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ფიქ­რობ­და, რომ ამ ომის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ ამის მტკი­ცე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია. დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან რო­გორ ფიქ­რობთ, სა­ქარ­თვე­ლო გან­წი­რუ­ლი იყო ამ ომის­თვის, თუ მა­ინც შე­იძ­ლე­ბო­და რა­მის შეც­ვლა?

- ჩემი აზ­რით, 2008 წლის ნა­ტოს ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის შემ­დეგ ომის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მაპ-ი არ მი­ე­ცათ, რუ­სე­ბი გა­ა­თა­მა­მა. მათ და­მა­ტე­ბი­თი ჯარი შე­მო­იყ­ვა­ნეს აფხა­ზეთ­ში და გახ­სნეს ე.წ. დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბი სო­ხუმ­სა და ცხინ­ვალ­ში, ანუ ისი­ნი ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის წა­ღე­ბა­ზე უკვე ფიქ­რობ­დნენ, ოკუ­პა­ცია ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, ეს გა­ე­კე­თე­ბი­ნათ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის გა­რე­შეც, არ ვიცი... მხო­ლოდ ჰი­პო­თე­ზუ­რად შე­იძ­ლე­ბა და­ვუშ­ვათ, რომ ომის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და, თუ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 2006-2007 წლებ­ში უფრო ფრთხილ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას გა­ა­ტა­რებ­და, თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამის ჰი­პო­თე­ზუ­რად დაშ­ვე­ბი­სა­საც ვცდე­ბი... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz