"ეს რეალურად საუკუნის აფიორაა“ - რას ამბობს ექიმი არჩილ მარშანია ურეკის მაგნიტურ ქვიშაზე? | Allnews.Ge

"ეს რეალურად საუკუნის აფიორაა“ - რას ამბობს ექიმი არჩილ მარშანია ურეკის მაგნიტურ ქვიშაზე?

ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი არ­ჩილ მარ­შა­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც სა­უბ­რობს, რომ ურე­კის მაგ­ნი­ტუ­რი ქვი­შე­ბი - რე­ა­ლუ­რად სა­უ­კუ­ნის აფი­ო­რაა სა­ქარ­თვე­ლო­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მაგ­ნი­ტუ­რი ქვი­შე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას ექი­მის მხრი­დან, რო­გორც მარ­შა­ნია ამ­ბობს, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მავ­ნებ­ლო­ბაა.

e183a5e18395e18398e183a8e18390-1659591827.jpg

არ­ჩილ მარ­შა­ნია ვი­დე­ო­ში ამ­ბობს: "არა­ნა­ი­რი სამ­კურ­ნა­ლო ეფექ­ტი მაგ­ნი­ტურ ქვი­შას არ აქვს და ჯერ ეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი რე­კო­მენ­და­ცია, გან­სა­კუთ­რე­ბით, ექი­მე­ბის­გან მაგ­ნი­ტუ­რი ქვი­შე­ბის შე­სა­ხებ, შე­საძ­ლოა, შე­ფას­დეს ორ ნა­წი­ლად:

1. ეს არის ტყუ­ი­ლი.

2. ეს არის მავ­ნებ­ლო­ბა.

მო­დით, ფაქ­ტებს მივ­ყვეთ ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად, რა ხდე­ბა ამ ვაქხა­ნა­ლი­ის გარ­შე­მო.

რო­დე­საც ექი­მი ამ­ბობს, რომ სამ­კურ­ნა­ლოა, ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უნდა ჰქონ­დეს. პირ­ვე­ლი ფაქ­ტი, რომ ეს ტყუ­ი­ლია, არის ის, რომ არ არ­სე­ბობს იმის არა­ნა­ი­რი სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ მაგ­ნი­ტუ­რი ქვი­შა რა­მე­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა იყოს სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე.

აქვე ხაზ­გას­მით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ არც ერთ კუ­რორტზე წას­ვლა ცუდი არაა და ჰა­ე­რის გა­მოც­ვლაც ცუდი რო­გორ უნდა იყოს. ამ ვი­დე­ო­ში ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ ზედ­მე­ტი მო­ლო­დი­ნე­ბი არ უნდა გვქონ­დეს, რაც მერე შე­იძ­ლე­ბა და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყოს ჩვენ­თვის.

სა­ი­დან მო­დის ეს ყვე­ლა­ფე­რი?

ეს არის საბ­ჭო­თა და­ნა­ტო­ვა­რი. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან ძა­ლი­ან ცუდი მემ­კვიდ­რე­ო­ბა გვერ­გო და მათ შო­რის არის საბ­ჭო­თა სა­მეც­ნი­ე­რო ამ­ბებ­ში სას­წა­უ­ლი იდე­ე­ბი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში მუ­შა­ობს და მსოფ­ლი­ო­ში ამას არა­ვინ აღი­ა­რებს.

კუ­რორ­ტო­ლო­გია შარ­ლა­ტა­ნო­ბაა და არ შე­იძ­ლე­ბა კუ­რორ­ტი იყოს სამ­კურ­ნა­ლო ეფექ­ტის მქო­ნე. რა თქმა უნდა, მკურ­ნა­ლო­ბას­თან ერ­თად კარ­გია, თუ პა­რა­ლე­ლუ­რად სუფ­თა ჰა­ერ­ზე იქ­ნე­ბით, მაგ­რამ აქ წამ­ყვა­ნია მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, რა­საც გა­დი­ხართ და არა ის, სად იქ­ნე­ბით ტე­რი­ტო­რი­უ­ლად.

60db379c1a44b-1659592120.jpg

მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი აბას­თუ­მან­შიც დამ­ძიმ­დე­ბა და ზემო ხო­და­შენ­შიც. ბახ­მა­რო­ში 21 დღე წახ­ვალთ თუ 22, ერ­თნა­ი­რად სა­სა­გებ­ლო იქ­ნე­ბა და არა სამ­კურ­ნა­ლო. ფიჭ­ვის ყვა­ვი­ლო­ბა არა­ნა­ი­რი ეფექ­ტის მომ­ცე­მი არ არის, პი­ქი­რით, შე­იძ­ლე­ბა მავ­ნე­ბე­ლიც კი იყოს ალერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის".

არ­ჩილ მარ­შა­ნია ასე­ვე პა­სუხს სცემს ექი­მე­ბის მოყ­ვა­ნილ არ­გუ­მენ­ტებს, რომ­ლე­ბიც პა­ცი­ე­ნე­ტებს სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით ურ­ჩე­ვენ სამ­კურ­ნა­ლოდ მაგ­ნი­ტურ ქვი­შებ­ზე წას­ვლას."არ­გუ­მენ­ტი პირ­ვე­ლი, ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ იქ მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლია, და რა მერე? - მაგ­ნი­ტუ­რი ველი ყველ­გან არის ჩვენს გარ­შე­მო. მაგ­ნი­ტუ­რი ველი ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ემ-ერ-ტე-ს აპა­რატ­შია და რა ვქნათ, ბავ­შვე­ბი შევსვათ და ვუმ­კურ­ნა­ლოთ?" - ამ­ბობს ექი­მი.

მი­სი­ვე თქმით, ექი­მე­ბი ასე­ვე ამ­ბო­ბენ, რომ მი­ლი­ო­ნო­ბით ბავ­შვზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად, ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გე­ბი აქვთ. არ­ჩილ მარ­შა­ნი­ას აზ­რით კი, ექიმ­მა კვი­რა­ში ხუთი დღე რომ იმუ­შა­ოს და ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი მა­ინც და­უთ­მოს თი­თო­ე­ულ ბავ­შვს, მი­ლი­ო­ნი პა­ცი­ენ­ტის გა­სინ­ჯვას 226 წე­ლი­წა­დი სჭირ­დე­ბა. განაგრძეთ კითხვა

myquiz