როგორ უნდა მოიქცეთ და იმკურნალოთ თუ კოვიდი შეგხვდათ და რა სიმპტომები ახასიათებს ამჟამად გავრცელებულ შტამებს - მაია ბუწაშვილის რეკომენდაციები | Allnews.Ge

როგორ უნდა მოიქცეთ და იმკურნალოთ თუ კოვიდი შეგხვდათ და რა სიმპტომები ახასიათებს ამჟამად გავრცელებულ შტამებს - მაია ბუწაშვილის რეკომენდაციები

ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ მო­ი­მა­ტა. ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­მარ­ტე­ბით ქვე­ყა­ნა­ში ომიკ­რო­ნის შტა­მის ქვე­ტი­პე­ბი ცირ­კუ­ლი­რე­ბენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია კი­თხვე­ბი კო­ვი­დის მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი აქ­ვეყ­ნებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ უნდა მო­იქ­ცეთ და რო­გორ უნდა იმ­კურ­ნა­ლოთ.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ბუ­წაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში" აქ­ვეყ­ნებს:

"ისევ კო­ვი­დის შე­სა­ხებ. ამ­ჟა­მად, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მო­ი­მა­ტა შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბამ და შე­სა­ბა­მი­სად, შე­კი­თხვებ­მაც. ვეც­დე­ბი შე­ვა­ჯა­მო, ყვე­ლა­ზე ხში­რად რაც აინ­ტე­რე­სებთ ადა­მი­ა­ნებს:

- გუ­ლის­რე­ვა, ღე­ბი­ნე­ბა და ფა­ღა­რა­თი საკ­მა­ოდ ხში­რი სიმპტო­მე­ბია. ზოგ­ჯერ არას­წო­რად ჟღერ­დე­ბა, რომ ეს არის თან­დარ­თუ­ლი "ენ­ტე­რო­ვირუ­სი", სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს კო­ვი­დის საკ­მა­ოდ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სიმპტო­მე­ბია და და­მა­ტე­ბი­თი მკურ­ნა­ლო­ბა არ ჭირ­დე­ბა. არც გა­დას­ხმა, თუ პა­ცი­ენ­ტი ადექ­ვა­ტუ­რად იღებს სი­თხეს.

- ყე­ლის ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რია. ესეც თვი­თონ კო­ვი­დის სიმპტო­მია და და­მა­ტე­ბით ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პი­ას არ სა­ჭი­რო­ებს. ცხა­დია, თუ ტკი­ვი­ლი შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია, იბუპრო­ფე­ნი ან პა­რა­ცე­ტა­მო­ლი შე­იძ­ლე­ბა შე­ვაშ­ვე­ლოთ.- მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც, რო­გორც წესი, 2-3 დღე გრძელ­დე­ბა მხო­ლოდ და სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ სი­ცხის დამ­წე­ვი შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

- ფილ­ტვის და­ზი­ა­ნე­ბა ბევ­რად ნაკ­ლე­ბად გვხვდე­ბა, ვიდ­რე წი­ნა­მორ­ბე­დი შტა­მე­ბის დროს. ამი­ტომ (არც ადრე იყო სა­ჭი­რო, მაგ­რამ მი­თუ­მე­ტეს ახლა), ტო­მოგ­რა­ფი­ის გა­კე­თე­ბა არ არის სა­ჭი­რო.

- სწრა­ფი ტეს­ტი ან PCR შეგ­ვიძ­ლია გა­ვი­კე­თოთ სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე (ადრე არ­სე­ბობ­და რე­კო­მენ­და­ცია, რომ ტეს­ტის გა­კე­თე­ბა და­ყოვ­ნე­ბუ­ლი­ყო სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბი­დან 2-3- დღე. ახლა ასე­თი რე­კო­მენ­და­ცია არ არის). უსიმპტო­მო ადა­მი­ა­ნებს, ვინც იყო კონ­ტაქ­ტში და სურთ ტეს­ტის გა­კე­თე­ბა, ჯო­ბია და­ი­ცა­დონ კონ­ტაქ­ტი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 5 დღე.

- c რე­აქ­ტი­უ­ლი ცილა შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ტე­ბუ­ლი იყოს, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის დროს, და რო­გორც ადრე ვწერ­დი, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ან­ტი­ბი­ო­ტი­კი გვჭირ­დე­ბა.

- D დი­მე­რის გა­კე­თე­ბა არ არის სა­ჭი­რო მხო­ლოდ კო­ვი­დის დი­აგ­ნო­ზის გამო, თუ პა­ცი­ენტს ამ გა­მოკ­ვლე­ვის სხვა რა­ი­მე ჩვე­ნე­ბა არა აქვს.- სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არ მაქვს, მაგ­რამ დაკ­ვირ­ვე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე მე­ტად ისი­ნი ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან, ვი­საც ადრე არ ქონ­და კო­ვი­დი გა­და­ტა­ნი­ლი, ანუ მო­სახ­ლე­ო­ბის წინა ტალ­ღებს გა­დარ­ჩე­ნი­ლი სეგ­მენ­ტი.ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ." - წერს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.

ცნო­ბის­თვის, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 11 802 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. 24 ივ­ლი­სი­დან 31 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით გარ­და­იც­ვა­ლა 10 ადა­მი­ა­ნი, გა­მო­ჯან­მრთელ­და 10 233. სულ ჩა­ტა­რე­ბუ­ლია 76 309 ტეს­ტი.

myquiz