რატომ უნდა მოვერიდეთ ზაფხულის ცხელ დღეებში ალკოჰოლის მიღებას?
ცხელ ამინდში ალკოჰოლის მიღებამ (ცივი სახითაც კი) შეიძლება სხეულის თერმორეგულაციის დარღვევა გამოიწვიოსდა სითბური დარტყმის მიღების რისკი გაზარდოს. გამაგრილებელი ალკოჰოლური კოქტეილები, როგორიცაა მოხიტო და ჯინ-ტონიკი სიცხეში არ აგრილებს.
ალკოჰოლურ სასმელში არსებული სპირტი მას ტოქსიურს ხდის. სპირტი ცვლის სისხლძარღვების ტონუსს, რაც არღვევს თერმორეგულაციას. ამიტომაც დასაწყისში, გარკვეული დროით ადამიანი შვებას კი გრძნობს, მაგრამ შემდეგ ვითარდება სისუსტე და მოთენთილობა. სწორედ ამ დროს იზრდება სითბური დარტყმის რისკი.
ზღვაში, მდინარეზე ბანაობისას დიდია ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ადამიანის დახრჩობის რისკიც. ალკოჰოლურ სასმელში არსებული ეთილის სპირტი ტოქსიურ ზემოქმედებას ახდენს გულზე, რის გამოც ეს ორგანო იძულებულია ექსტრემალურ რეჟიმში იმუშაოს. რადგანაც პლაჟზე ცხელა, წყალი კი მნიშვნელოვნად უფრო ცივია, ტემპერატურის კონტრასტის შედეგად შეიძლება განვითარდეს კორონარული სპაზმი. ნაპირზე ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, წყალში კი ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.
როდესაც ადამიანი ქუჩიდან კონდიციონერით გაგრილებულ ოთახში შედის, ასევე შეიძლება განვითარდეს სისხლძარღვოვანი სპაზმი, რას შედეგადაც იზრება რესპირატორული დაავადებების გამწვავების რისკი.