"MI-8 MTV-1-ის პერსპექტივა აღარ არსებობს... უნდა გადავიდეთ დასავლურ შვეულმფრენებზე" - რა ვიცით MI-8 -ზე, რომელმაც კატასტროფა განიცადა | Allnews.Ge

"MI-8 MTV-1-ის პერსპექტივა აღარ არსებობს... უნდა გადავიდეთ დასავლურ შვეულმფრენებზე" - რა ვიცით MI-8 -ზე, რომელმაც კატასტროფა განიცადა

"გუ­და­უ­რის კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზი ზუს­ტად დად­გინ­დე­ბა შავი ყუ­თის მო­ნა­ცე­მე­ბის გა­შიფრ­ვის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ფრე­ნის ათე­უ­ლო­ბით პა­რა­მეტრსა და ეკი­პა­ჟის რა­დი­ო­სა­უ­ბარ­საც იწერს. გავ­რცე­ლე­ბულ კონ­კრე­ტულ ვი­დე­ო­კადრში, სამ­წუ­ხა­როდ, ზუს­ტად არ ჩანს, გა­მო­ე­დო თუ არა კლდეს ვერ­ტმფრე­ნის კუ­დის ხრახ­ნი, თუმ­ცა ვი­დე­ოს და­სა­წყის­ში არის ერთი დე­ტა­ლი, ეს არის მტვრის ბუ­ღის ას­ვლა, რო­მე­ლიც აჩენს ეჭვს, რომ კლდის ფერ­დო­ბი­სა და კუ­დის ხრახ­ნის წა­მი­ე­რი კონ­ტაქ­ტი მარ­თლაც მოხ­და. ხე­ო­ბა­ში ხში­რად იც­ვლე­ბა ქა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა და მისი მო­უ­ლოდ­ნე­ლად შეც­ვლა შე­იძ­ლე­ბა იყოს ერთ-ერთი მი­ზე­ზი იმი­სა, რა ტრა­გე­დი­აც გუ­შინ დატ­რი­ალ­და", - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი და "MI-8 MTV-1" ტი­პის შვე­ულმფრე­ნე­ბის ავ­კარ­გი­ა­ნო­ბას აფა­სებს:

"გუ­და­ურ­ში კა­ტას­ტრო­ფა­გან­ცდი­ლი სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ავი­ა­ცი­ის კუთ­ვნი­ლი “MI-8 MTV-1“ ტი­პის კონ­კრე­ტუ­ლი შვე­ულმფრე­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე უკე­თე­სად აღ­ჭურ­ვილ ვერ­ტმფრე­ნად ით­ვლე­ბო­და, რად­გან მის ბოძ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იყო რა­დი­ო­ლო­კა­ტო­რი, ოპ­ტი­კურ-ელექტრო­ნუ­ლი ხედ­ვის აპა­რა­ტუ­რა და მძლავ­რი პრო­ჟექ­ტო­რი, ასე­ვე - ძლი­ე­რი ჯა­ლამ­ბა­რი, რომ­ლე­ბიც სა­უ­კე­თე­სოდ ესა­და­გე­ბო­და სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას რთულ მთა­გო­რი­ან რე­ლი­ეფ­ზე.

ამ შვე­ულმფრე­ნით წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­სა­ზღვრე მფრი­ნა­ვე­ბის მიერ არა­ერ­თი სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და და ბევ­რი სი­ცო­ცხლეა გა­დარ­ჩე­ნი­ლი. ასე რომ, თქმა იმი­სა, რომ ეს შვე­ულმფრე­ნი არ მი­ე­სა­და­გე­ბა ასეთ სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ებ­სა და რე­ლი­ეფს, არაა სწო­რი.მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სწო­რედ ეს შვე­ულმფრე­ნე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მთა­გო­რი­ან რე­ლი­ეფ­ზე არა მარ­ტო სა­მაშ­ვე­ლო, არა­მედ საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, რად­გა­ნაც მისი ფრე­ნის დი­ნა­მი­კუ­რი „ჭერი“ 6 კმ-მდეა, ხოლო თა­ვად შვე­ულმფრენს შე­უძ­ლია აფ­რე­ნა-დაფ­რე­ნის პრო­ცე­სი უპ­რობ­ლე­მოდ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ზღვის დო­ნი­დან 4კმ. სი­მაღ­ლე­ზე (რაც ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნებ­ლად ით­ვლე­ბა).

მარ­თა­ლია, ეს შვე­ულმფრე­ნი არა­ნაკ­ლებ 30 წლის იყო, მაგ­რამ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ გა­ჭირ­ვე­ბის ტალკ­ვესს ვუ­ძა­ხი, არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­გო­რი­ა­ნი რე­ლი­ე­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა საშ­ვე­ულმფრე­ნო პარ­კის გა­ნახ­ლე­ბა-გაძ­ლი­ე­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ავი­ა­ცი­ას, მათ ისე­დაც ბევ­რი ამო­ცა­ნა აქვთ - მთებ­ში სა­სა­ზღვრო სა­გუ­შა­გო­ე­ბის, ასე­ვე, ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის მო­მა­რა­გე­ბა, ამი­ტომ სა­დაც ვინ­მე ტუ­რისტს ფეხი გა­და­უბ­რუნ­დე­ბა, მათი სას­წრა­ფო ევა­კუ­ა­ცია მათ არ უნდა და­ე­ვა­ლოთ. ამის­თვის უნდა შე­იქ­მნას უფრო მცი­რე ზო­მის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი შვე­ულმფრე­ნე­ბის პარ­კი, არა ისე­თი, რო­გო­რიც ეს "MI-8 MTV-1"-ია - 13 ტო­ნი­ა­ნი შვე­ულმფრე­ნე­ბის გაგ­ზავ­ნა სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის, რო­მელ­საც 25 კაცი გა­დაჰ­ყავს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ტენ­ზია თუ აქვს, რომ იყოს ტუ­რის­ტუ­ლი ქვე­ყა­ნა, მა­შინ მისი მთა­გო­რი­ა­ნი რე­ლი­ე­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უკვე დიდი ხა­ნია სა­ჭი­როა შე­იქ­მნას სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­მაშ­ვე­ლო შვე­ულმფრე­ნე­ბის პარ­კი რამ­დე­ნი­მე ერ­თე­უ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბით, რომ­ლე­ბიც შე­ას­რუ­ლე­ბენ წმინ­და სა­მაშ­ვე­ლო ფუნ­ქცი­ებს. ასე­თი შვე­ულმფრე­ნე­ბი ბევ­რია და არის ამე­რი­კუ­ლი, ფრან­გუ­ლი, იტა­ლი­უ­რი წარ­მო­ე­ბის... ისი­ნი მცი­რე ზო­მი­სა­ნი არი­ან და შე­უძ­ლი­ათ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის სას­წრა­ფო ევა­კუ­ა­ცია მთებ­ში. ის ნაკ­ლებ ხარ­ჯი­ა­ნი­ცაა, ეს რუ­სუ­ლი შვე­ულმფრე­ნი თუ სა­ათ­ში 800 ლიტრ სა­ა­ვი­ა­ციო ნავთს წვავს, ისი­ნი უფრო ეკო­ნო­მი­უ­რია და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის­თვის მის­წრე­ბაა. უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ისი­ნი შსს-ს და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში იყოს.

რა რე­სურ­სი და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა აქვს ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფოს და არის თუ არა საკ­მა­რი­სი ის მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი­სა და სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის, ამა­ზე ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ დარ­ჩე­ნი­ლია სულ რამ­დე­ნი­მე შვე­ულმფრე­ნი, რო­მელ­თა ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ას სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ავი­ა­ცია ახორ­ცი­ე­ლებს და მათი რე­სურ­სიც, ადრე თუ გვი­ან, ამო­ი­წუ­რე­ბა. ამი­ტო­მაც მას ლო­გი­კუ­რად მი­აჩ­ნია გა­დას­ვლა და­სავ­ლუ­რი წარ­მო­ე­ბის შვე­ულმფრე­ნებ­ზე.

"MI-8 MTV-1" ტი­პის შვე­ულმფრე­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა აღარ არ­სე­ბობს, სამ­წუ­ხა­როდ, რად­გან გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო, სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ასე­თი ახა­ლი შვე­ულმფრე­ნე­ბის ყიდ­ვა რუ­სეთ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. სულ რამ­დე­ნი­მე შვე­ულმფრე­ნია დარ­ჩე­ნი­ლი, რო­მელ­თა ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ას სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ავი­ა­ცია ახორ­ცი­ე­ლებს და მათი რე­სურ­სიც, ადრე თუ გვი­ან, ამო­ი­წუ­რე­ბა. ამი­ტო­მაც ლო­გი­კუ­რია გა­დას­ვლა და­სავ­ლუ­რი წარ­მო­ე­ბის შვე­ულმფრე­ნებ­ზე, ოღონდ ისე არა, რო­გორც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მოხ­და - შეს­ყი­დულ იქნა „Super Puma“ - სუ­პერ­სა­ლო­ნი­ა­ნი შვე­ულმფრე­ნი, რო­მელ­შიც უზარ­მა­ზა­რი თან­ხა და­ი­ხარ­ჯა.

იმის მა­გივ­რად, რომ მარ­თლა სა­მაშ­ვე­ლო შვე­ულმფრე­ნე­ბი ეყი­დათ, უზარ­მა­ზა­რი თან­ხა წა­ვი­და VIP სა­ლო­ნი­ა­ნი, უძ­ვი­რე­სი შვე­ულმფრე­ნის შე­სა­ძე­ნად. ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ ფირ­მას­თან შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია მსოფ­ლი­ო­ში სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­მაშ­ვე­ლო შვე­ულმფრე­ნე­ბის გა­მოშ­ვე­ბით. კონ­კრე­ტულ­თან იმი­ტომ, რომ რამ­დე­ნი­მე ტი­პის რომ იყი­დონ, მათი ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა უკვე რთუ­ლია, სხვა­დას­ხვა ტი­პია, სხვა­დას­ხვა მომ­სა­ხუ­რე­ბა უნდა და ეს დიდ ხარ­ჯებ­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

იყოს შერ­ჩე­უ­ლი ისე­თი, რომ­ლებ­საც შე­ეძ­ლე­ბათ რო­გორც მთა­გო­რი­ან რე­ლი­ეფ­ზე ფრე­ნა, ასე­ვე წყლის ზე­და­პირ­ზეც სა­ზღვაო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა. ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­კეთ­დეს, თუ გვინ­და, ტუ­რის­ტუ­ლი ქვე­ყა­ნა ვი­ყოთ. აქამ­დე იო­ლას გავ­დი­ო­დით, რად­გან მე­სა­ზღვრე­ე­ბი და­მა­ტე­ბით ას­რუ­ლებ­დნენ ამ ამო­ცა­ნას, რაც არ იყო სწო­რი. სა­ზღვარ­ზე, ბევრ ად­გი­ლას უფრო სა­ჭი­როა ამ შვე­ულმფრე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გაგ­ზავ­ნა და გარ­კვე­უ­ლი ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბა“, - ამ­ბობს ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი.

myquiz