"ღმერთო, კიდე არ მჯერა, რომ იმ წყეულ ხევში დასრულდა ხალისიანი სიცოცხლე" - ადამიანები, რომლებიც გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლნენ | Allnews.Ge

"ღმერთო, კიდე არ მჯერა, რომ იმ წყეულ ხევში დასრულდა ხალისიანი სიცოცხლე" - ადამიანები, რომლებიც გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლნენ

გუ­და­ურ­ში დღეს უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და ვერ­ტმფრენ­მა, სა­დაც პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნი­სას ჩა­მო­ვარ­დნილ­თა და­სახ­მა­რებ­ლად წა­სუ­ლი მაშ­ვე­ლე­ბი და ეკი­პა­ჟის სხვა წევ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ბორტზე სულ 8 ადა­მი­ა­ნი იყო. მათ შო­რის, ეკი­პა­ჟის 4 წევ­რი, ასე­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის 2 მაშ­ვე­ლი და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის 2 მე­დი­კო­სი. ყვე­ლა მათ­გა­ნი და­ი­ღუ­პა.

ბორტზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ:

მფრი­ნა­ვე­ბი - ლე­ვან ჩო­ხე­ლი, ზაზა ლო­რია, დიმა ქა­ა­ძე, ან­დრო ქუ­ჯოშ­ვი­ლი, ლე­ვან ჩო­ხე­ლი

zazaloria-00641-1659165255.jpg

ზაზა ლო­რია

download-00728-1659165283.jpg

დიმა ქა­ა­ძე

296680666-1399723620512589-2906671706328893580-n-29952-1659165312.jpg

ან­დრო ქუ­ჯოშ­ვი­ლი

295777078-5322092961159500-4730402241549718354-n-36814-1659165341.jpg

ლე­ვან ჩო­ხე­ლი

eqimebicover-00090-1659165371.jpg

ექი­მე­ბი - ქეთი გუ­ლა­გაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ვე­ნეც­კი

mashvelebicover-81068-1659165397.jpg

მაშ­ვე­ლე­ბი - კახა ტორ­ჩი­ნა­ვა და გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­დაც­ვლილ­თა ახ­ლობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი ტრა­გე­დი­ის მსხვერ­პლთა შე­სა­ხებ წე­რენ. ერთ-ერთი პოს­ტი ექიმ ქეთი გუ­ლა­გაშ­ვი­ლის შე­სა­ხე­ბაა:

"ჩვე­ნო ღი­მი­ლი­ა­ნო, რო­გორ ვლო­ცუ­ლობ­დი თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის გა­დარ­ჩე­ნა­ზე და თურ­მე უშე­დე­გოდ, ვინ იცის, რო­გორ შე­გე­შინ­და, რო­გორ სას­ტი­კად მო­გექ­ცა გან­გე­ბა, ღმერ­თო, კიდე არ მჯე­რა, რომ იმ წყე­ულ ხევ­ში დას­რულ­და შენი ხა­ლი­სი­ა­ნი სი­ცო­ცხლე. მად­ლო­ბა შენი გმი­რო­ბის­თვის" - წერს გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი გარ­დაც­ვლი­ლი ექი­მის შე­სა­ხებ.

myquiz