"ხელოვნების ნიმუში", რომელიც რეკორდულ ფასად იყიდება- რა ღირს ჭერზე მიწებებული კიტრის მწნილი? | Allnews.Ge

"ხელოვნების ნიმუში", რომელიც რეკორდულ ფასად იყიდება- რა ღირს ჭერზე მიწებებული კიტრის მწნილი?

სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნამუშევარი სახელად "კიტრის მწნილი" საკმაოდ შთამეჭდავ ფასად იყიდება. ალბათ კედელზე მიწებებული ბანანის შემდეგ მსგავსი სიახლე არ უნდა გვიკივრდეს, თუმცა ახალმა ამბავმა ინტერნეტსივრცე მაინც აალაპარაკა.

როგორც მედია წერს, ავსტრალიელმა ხელოვანმა მეთიუ გრიფინმა მაკდონალდსის ჩიზბურგერიდან კიტრის მწნილის ნაჭერი ამოიღო და ჭერზე ბურგერის სოუსით მიაწება.

საინტერესო და შთამბეჭდავია ნამუშევრის ფასიც- ის არც მეტი, არც ნაკლები 6 200 აშშ დოლარი ღირს.

9f83ac17b3-1659098719.jpg

"კიტრის მწნილი" ამ დროისათვის ახალ ზელანდიაში, მაიკლ ლეტის გალერეაშია გამოფენილი. სიდნეის ხელოვნების მუზეუმის დირექტორის, რაიან მურის თქმით, ნამუშევრის შესახებ ხალხის რეაქციის კარგად ესმის. მურის თქმით, ნამუშევარი კითხვას სვამს, თუ რა მიიჩნევა დღევანდელ საზოგადოებაში ხელოვნებად.

fas-mgr-0010-i5-a-4000-1800x-1024x768-1659098759.jpeg

"ზოგადად, ხელოვანები არ წყვეტენ, რა არის ხელოვნება და რა არა — ისინი უბრალოდ ქმნიან. არის თუ არა რაღაც ღირებული და მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუში ჩვენ, როგორც საზოგადოება, შეთანხმებულად ვწყვეტთ", — ამბობს მური.

ნამუშევრის მყიდველს დამატებით მაკდონალდსის ახალი ჰამბურგერის ყიდვა მოუწევს, რათა "კიტრის მწნილის" რეპლიკა ჰქონდეს. სამაგიეროდ, მყიდველს აღნიშნული ნამუშევრის შექმნის ინსტრუქციას მისცემენ, რათა მისი გამეორება სახლის პირობებში მოახერხოს.

myquiz