"დაბადების დღეზე იყო და ვიღაცამ გაუყარა დანა გულში” - ვინ არის ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის ბიჭი? რა დეტალები ხდება ცნობილი | Allnews.Ge

"დაბადების დღეზე იყო და ვიღაცამ გაუყარა დანა გულში” - ვინ არის ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის ბიჭი? რა დეტალები ხდება ცნობილი

20 წლის ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში მოკ­ლეს, მი­რი­ან კუ­კა­ვაა. და­ნა­შა­უ­ლი ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნის იუ­ბი­ლის აღ­ნიშ­ვნის დროს მოხ­და.

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ წუ­თებ­ში ხალ­ხმრავ­ლო­ბაა მცხე­თის პო­ლი­ცი­ას­თან, სა­დაც დი­ლის 4 სა­ა­თი­დან და­კი­თხვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. პო­ლი­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვის მო­ნა­წი­ლე მო­ზარ­დე­ბის მშობ­ლე­ბიც.

"დი­ლით გა­ვი­გე ეს ამ­ბა­ვი. ისე­თი კარ­გი ბიჭი იყო. და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო და ვი­ღა­ცამ გა­უ­ყა­რა დანა გულ­ში. მი­მა­ლავ­დნენ, ახლა მი­თხრეს. გა­და­სა­რე­ვი ბავ­შვი... პო­ლი­ცი­ა­ში არი­ან ჩემი შვი­ლე­ბიც ახლა. ჩემს ხელ­ში გაზ­რდი­ლი, არჩვე­უ­ლებ­რი­ვი, წე­სე­რი, თბი­ლი, ტკბი­ლი ბავ­შვი" - ამ­ბობს მე­ზო­ბე­ლი "ტვ პირ­ველ­თან".

მი­რი­ან კუ­კა­ვა მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ცნო­ბი­ლი ექი­მის, ნინო ვა­შა­კი­ძის, შვი­ლია. სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, რად­გან მან მი­მალ­ვა მო­ას­წრო.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის) მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ტარ­დე­ბა აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

myquiz