რა ქონებას ფლობს მილიონერი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, რომელიც მთელი წელი პარლამენტში სიტყვით არ გამოსულა | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს მილიონერი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, რომელიც მთელი წელი პარლამენტში სიტყვით არ გამოსულა

გუ­შინ "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭირ­ვა­ლო­ბამ" გა­მო­აქ­ვეყ­ნა მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის ან­გა­რი­ში, რომ­ლის თა­ნახ­მად პარ­ლა­მენ­ტის 53 წევ­რს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის უფ­ლე­ბა არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია, ხოლო 21-ს სი­ტყვის გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბით არ უსარ­გებ­ლია. დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლი დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის 59 წევ­რს ხელ­ფა­სი­დან სა­ერ­თო ჯამ­ში 1 105 617 ლარი და­უ­კავ­და.

დო­კუ­მენ­ტში მი­მო­ხი­ლუ­ლია პარ­ლა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა 2020 წლის 11 დე­კემ­ბრი­დან - 2021 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე. სი­ტყვით გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბით არ უსარ­გებ­ლია პარ­ლა­მენ­ტის 21 წევ­რს, რო­მელ­თა­გან 10 უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, მათ შო­რის არის ელ­გუ­ჯა გო­ცი­რი­ძე, რო­მე­ლიც მი­ლი­ო­ნე­რი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის სი­ა­შიც შე­დის.

elguja-72272-1658983490.jpg

ელ­გუ­ჯა გო­ცი­რი­ძის ქო­ნე­ბა გა­სუ­ლი წლის მო­ნა­ცე­მე­ბით 6 000 000 ლარს შე­ად­გენს. დე­პუ­ტატს ჰყავს მე­უღ­ლე რუ­სუ­დან ავა­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც ექი­მია. ასე­ვე სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში მუ­შა­ობს მისი ქა­ლიშ­ვი­ლი - ქეთი გო­ცი­რი­ძე ჩა­ჩა­ვას კლი­ნი­კა­ში რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გია.

14088409-298028717219682-2877537082077901445-n-72317-1658983515.jpg

რუ­სუ­დან ავა­ლი­ა­ნი და ქეთი გო­ცი­რი­ძე

დე­პუ­ტატს ბი­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი ცო­ლის სა­ხელ­ზე აქვს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი - რუ­სუ­დან ავა­ლი­ა­ნის სა­ხელ­ზეა 95 000 დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი იტა­ლი­ურ ეზო­ში, ღამ­ბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, ასე­ვე ბინა დე­და­ქა­ლაქ­ში ონი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც 80000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა, ასე­ვე მი­წის ნაკ­ვე­თი წავ­კის­ში, რამ­დე­ნი­მე არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი თბი­ლის­ში და ავ­ტო­ფა­რე­ხე­ბი.

ელ­გუ­ჯა გო­ცი­რი­ძის სა­ხელ­ზეა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი კო­ჯორ­ში, რო­მე­ლიც 2005 წელს აი­შე­ნა. მშე­ნებ­ლო­ბა დე­პუ­ტატს 200 000 ლარი და­უჯ­და. დაბა კო­ჯორ­ში გო­ცი­რი­ძე 800 კვ.მ. შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბას ფლობს, რო­მე­ლიც 2020 წელს 310 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

122828445-1813322135483549-4820212770570121001-n-1-72349-1658983656.jpg

დე­პუ­ტა­ტი სს “ჩა­ჩა­ვას კლი­ნი­კის” აქ­ცი­ე­ბის მფლო­ბე­ლია, ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დის ნო­მი­ნა­ლი 1 ლა­რია, მის სა­კუთ­რე­ბა­ში კი ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დია.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს ტერა ბან­კის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე დე­პუ­ტატს 3439,44 ლარი ჰქონ­და, დე­პო­ზიტ­ზე 154 500 და 663 722,4 დო­ლა­რი. თი­ბი­სი ბან­კის ან­გა­რიშ­ზე 5229,45 დო­ლა­რი და 5458,47 ევრო. პროკ­რე­დიტ­ბან­კის ან­გა­რიშ­ზე კი 19 500,88 ლარი.

განაგრძეთ კითხვა

myquiz