რატომ იმატებენ წონაში სიგარეტისთვის თავის დანებების შემდეგ | Allnews.Ge

რატომ იმატებენ წონაში სიგარეტისთვის თავის დანებების შემდეგ

რატომ იმატებენ წონაში სიგარეტისთვის თავის დანებების შემდეგ?

ერთ-ერთი მიზეზი მეტაბოლიზმის შენელებაა. მოწევისას ჩქარდება ცვლითი პროცესები. მეტაბოლიზმი ნელდება ნიკოტინის მოხსნის შედეგად, ამასთან იზრდება დღეში 200-300 კილოკალორიით კალორიებზე მოთხოვნილება. თუ ადამიანი ნორმალურად იკვებება, მავნე ჩვევაზე უარის შემდეგ, ის ავტომატურად მოიმატებს წონაში.

ამას გარდა, ნიკოტინი თრგუნავს მადას და ანთავისუფლებს ნეირომედიატორ დოფამინს. ორგანიზმი სიგარეტზე უარის შემდეგ, ეძებს ამ სტიმულატორის შემცვლელს, მაგალითად ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს. ამასთან დაკავშირებით ყოფილ მწეველს იზიდავს ტკბილეული.

წონის მატების მეორე მიზეზი ნიკოტინის გადაგდების შემდეგ არის ის, რომ ადამიანის ნაწლავში იზრდება ბაქტერიების იმ შტამების რაოდენობა, რომელიც უკეთ გადაამუშავებს საკვებს და ორგანიზმს მეტი ენერგიით ამარაგებს.

აღსანიშნავია, რომ მეტაბოლიზმის დონე და დოფამინის ბალანსი საწყის დონეს უბრუნდება თამბაქოს მოწევის თავშეკავებიდან ორი წლის შემდეგ.

myquiz