"ქალი აღარ ხარ რა.. ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე.. სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს" - ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს | Allnews.Ge

"ქალი აღარ ხარ რა.. ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე.. სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს" - ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს

"რო­გორც არა­ხა­მია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე და­კარ­გე", - ასე მი­მარ­თა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლისტს, რო­მელ­მაც მას უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ ლი­დე­რის და­ვით არა­ხა­მი­ას გუ­შინ­დელ ინ­ტერ­ვი­უს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­უს­ვა კი­თხვა.

ჟურ­ნა­ლის­ტმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს ჰკი­თხა, რომ და­ვით არა­ხა­მი­ამ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისიც ახ­სე­ნა და ჰკი­თხა "კა­გე­ბეს აგენ­ტის შვი­ლი არ ხართ, ბა­ტო­ნო ირაკ­ლი?

აღ­ნიშ­ნულ კი­თხვა­ზე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლისტს უთხრა:

"კა­გე­ბეშ­ნი­კი არის მა­მათ­ქვე­ნი, ეს შე­მიძ­ლია გი­თხრათ..სირ­ცხვი­ლია, სახე და­კარ­გეთ..ნუ კან­კა­ლებ, სახე და­კარ­გე.

შენც ხარ და­ვით არა­ხა­მია, რო­გორც არა­ხა­მია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე და­კარ­გე, თავი და­კარ­გე პო­ლი­ტი­კა ამად გი­ღირს? სირ­ცხვი­ლია.... ნაც­მოძ­რა­ო­ბის გუ­ლის­თვის სახე და­კარ­გე.

ქალი აღარ ხარ რა.. ქა­ლის სახე და­კარ­გე... რომ ლა­პა­რა­კობ, პირი მო­იწ­მინ­დე.. სა­ა­კაშ­ვი­ლი­ვით გაქვს პირი, და­ემ­სგავ­სე ყვე­ლაფ­რით შენს ბე­ლადს. სა­ა­კაშ­ვილს ჰგავ­ხარ პი­რი­თაც“,- მი­მარ­თა კო­ბა­ხი­ძემ "მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლისტს.

myquiz