საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მებაღე, რომელიც წელიწადში 10 ტონა ვაშლის ნატურალურ ძმარს აწარმოებს | Allnews.Ge

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მებაღე, რომელიც წელიწადში 10 ტონა ვაშლის ნატურალურ ძმარს აწარმოებს

„90-იან წლებში გადავწყვიტე, ვაშლის ძმრის წარმოებას ჩავდგომოდი სათავეში, თუმცა მაშინ შესაბამისი ტექნიკა არ მქონდა და ხელით მიხდებოდა ვაშლის დაჭყლეტვა, გახეხვა და წვენის გამოღება, რაც ძალიან შრომატევადი იყო. თუმცა ცოდნა და გამოცდილება, რომ ნატურალური ძმარი დამეყენებინა, მქონდა“, - უყვება “ბიზნესპრესნიუსს“ მებაღე ტარიელ გურგენიძე. მისი თქმით, ყოველწლიურად ის მინიმუმ 10 ტონა ვაშლის ნატურალურ ძმარს აწარმოებს.

ოჯახურ ბიზნესს, რომელიც მან გაზარდა და გაათანამედროვა, მრავალწლიანი ისტორია აქვს, თუმცა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვის შემდეგ, რეალიზაციამ მკვეთრად ბოლო წლებში იმატა. „ყველაფერს სრულიად დამოუკიდებლად ვაკეთებ. ერთადერთი დახმარება მჭირდება ხოლმე, როცა ვაშლი შემოდის სიმწიფეში, 1-2 მეზობელს ვიხმარებ ვაშლის მოკრეფაში და რა თქმა უნდა, ანაზღაურებას ვაძლევ. ნედლეულს არ ვყიდულობ, ჩემი საკუთარი 1 ჰექტარი ბაღი მაქვს“, - აცხადებს მებაღე.

294316203-1217729418986634-6821618808140321497-n-1-1658488708-1658557779.jpg

მისი თქმით, სარეალიზაციო წყარო ძირითადად დიდი ხნის კლიენტებზე მოდის, ხოლო მას შემდეგ, რაც წარმოებამ იმატა, იმატა კლიენტების რაოდენობამაც. რაც შეეხება ბაზრებს, იქაც იყო გატანის მცდელობა, თუმცა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ მისი ძმარი სრულიად სხვა კონსისტენციით იყიდებოდა ამა თუ იმ ბაზარში, ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. განაგრძეთ კითხვა

myquiz