"გაუგებარია, საით მივდივართ, რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს: "ვაიმე, რამე არ ვთქვათ“, "ვაიმე, არ ვაწყენინოთ“ - სალომე ზურაბიშვილი | Allnews.Ge

"გაუგებარია, საით მივდივართ, რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს: "ვაიმე, რამე არ ვთქვათ“, "ვაიმე, არ ვაწყენინოთ“ - სალომე ზურაბიშვილი

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს შევ­თა­ვა­ზე (რად­გან მის გარ­და არა­ვინ აღარ მე­სა­უბ­რე­ბა), რომ გა­ვი­ნა­წი­ლოთ დე­და­ქა­ლა­ქე­ბი და ყველ­გან ჩა­ვი­დეთ, რათა გა­ვი­გოთ, რა არის მიდ­გო­მა ჩვენ­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. პა­სუ­ხი არ მი­მი­ღია, - ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის თქმით, ვერც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ვერც ოპო­ზი­ცი­ას ვერ გა­ა­გე­ბი­ნა, რომ სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხში "ყვე­ლა ერ­თად ვართ“.

ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტმა მთავ­რო­ბა კი­დევ ერთხელ გა­აკ­რი­ტი­კა იმის გამო, რომ ბრი­უ­სელ­ში ოპო­ზი­ცი­ის გახ­ში­რე­ბუ­ლი ჩას­ვლით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მა "მუ­შა­ო­ბით არ დაძ­ლია“.

"მუ­შა­ო­ბით უნდა და­ეძ­ლია - უფრო ხში­რად, ყვე­ლა დე­და­ქა­ლაქ­ში ჩას­ვლით. იმ მო­მენ­ტში, თა­რი­ღი არ მახ­სოვს, მაგ­რამ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს შევ­თა­ვა­ზე, რად­გან მის გარ­და არა­ვინ აღარ მე­სა­უბ­რე­ბა, რომ გა­ვი­ნა­წი­ლოთ დე­და­ქა­ლა­ქე­ბი და ყველ­გან ჩა­ვი­დეთ, რომ გა­ვი­გოთ, რა არის მიდ­გო­მა ჩვენ­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. პა­სუ­ხი არ მი­მი­ღია. მერე ვი­ღა­ცებ­მა და­ი­წყეს ცალ-ცალ­კე სი­ა­რუ­ლი. ამას სჭირ­დე­ბა სტრა­ტე­გია. ყვე­ლა­ნი ერ­თად ვართ და ეს ვერ გა­ვა­გე­ბი­ნე ვე­რა­ვის - არც ოპო­ზი­ცი­ას ეს­მის, რომ მისი გან­ცხა­დე­ბე­ბით ამ ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ას ლა­ხავს, მათი გან­ცხა­დე­ბე­ბი და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის, მაგ­რამ ასე­ვე და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი და უფრო მე­ტა­დაც, რად­გან დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და მას აქვს ბერ­კე­ტე­ბი და როცა ის ლან­ძღავს ელ­ჩებს, ლან­ძღავს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს, გა­უ­გე­ბა­რია, ჩვენ სა­ით­კენ მივ­დი­ვართ. რუ­სეთს ვუფრ­თხილ­დე­ბით რო­გორც არა­სო­დეს, "ვა­ი­მე, რამე არ ვთქვათ“ და "ვა­ი­მე, არ ვა­წყე­ნი­ნოთ“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, ის, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ოლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის პრობ­ლე­მის კონ­ტექ­სტში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი ჩა­ი­წე­რა, "სუფ­თად მმარ­თვე­ლი გუნ­დის ბრა­ლია“."მმარ­თვე­ლი გუნ­დის ბრა­ლია სუფ­თად, რომ არ იმუ­შა­ვეს იქ, სა­დაც იცო­და, რომ ოპო­ზი­ცია ჩა­დი­ო­და და ამ თე­მით აპე­ლი­რებ­და. არ იმუ­შა­ვეს, არ ჩა­ი­ტა­ნეს ფაქ­ტე­ბი, რომ არ არ­სე­ბობს არა­ფე­რი ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. მე არ მაქვს ფაქ­ტე­ბი. ფაქ­ტე­ბი უნდა ჰქონ­დეს უმ­რავ­ლე­სო­ბას და ად­ვო­კატს, რო­მე­ლიც შვე­ი­ცა­რი­ის გა­ზე­თებ­ში კი არ უნდა წერ­დეს, დიდი ხნის წინ უნდა ჩა­სუ­ლი­ყო, მთე­ლი კოტ­რარ­გუ­მენ­ტე­ბით. მე მის­ვა­მენ შე­კი­თხვებს {არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თვე­ლო­ბა} და მაქვს ჩემი პა­სუ­ხე­ბი. ჩემი პა­სუ­ხია, რომ მე არ მაქვს ნი­შა­ნი, მა­გა­ლი­თად ჩემ­ზე, რომ არის ჩა­რე­ვა პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, რაც თქვა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, რომ "თქვენ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იქ­ნე­ბით და არა­ვინ ჩა­ე­რე­ვა საქ­მი­ა­ნო­ბა­ში“, გარ­და ახლა რა თავ­დას­ხმე­ბიც მო­დის პრე­ზი­დენტზე, მაგ­რამ ჩა­რე­ვა ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. ამას ვე­უბ­ნე­ბი უცხო­ე­ლებს, რომ პი­რა­დად მე არ მი­ნა­ხავს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი 2 წელი გახ­და და არ მაქვს არა­ნა­ი­რი ფაქ­ტი, რომ თვი­თონ კარ­ნა­ხობს რო­მე­ლი­მე პო­ზი­ცი­ას. შე­იძ­ლე­ბა ზო­გა­დად ვი­ღა­ცებ­თან ჰქონ­დეს სა­უ­ბა­რი და თა­ვის პო­ზი­ცი­ებს უზი­ა­რებ­დეს, რაც ნორ­მა­ლუ­რია, მაგ­რამ სხვა - მე ფაქ­ტი არ მაქვს“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

myquiz