როგორ ვჭამოთ ბევრი ისე, რომ თან წონაშიც დავიკლოთ | Allnews.Ge

როგორ ვჭამოთ ბევრი ისე, რომ თან წონაშიც დავიკლოთ

მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასადა წონის კლებაზე ახდენს. დაბალი ენერგეტიკული სიმკვრივის მქონე პროდუქტები, როგორიცაა ბოსტნეული, ბრინჯი ან მჭლე ხორცი უფრო მეტ სითხეს, ცილასა და უჯრედისს და ნაკლებ კალორიას შეიცავს, ვიდრე მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები - შოკოლადი, ყველი, ორცხობილა.

ბევრი ვეღარ აგრძელებს დიეტის დაცვას, რადგანაც კვებათა შორის შულედში შიმშილის გრძნობა აწუხებს. როგორც კვლევამ აჩვენა, დაბალი ენერგეტიკული სიმკვრივის საკვებს ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლია. ამგვარი საკვები ნაკლებ კალორიას შეიცავს, ამიტომ მათი მეტი როდენობით მიღებაა შესაძლებელი ისე, რომ ადამიანი დანაყრდეს. მაგალითად, 250 გრამი სტაფილო შეიცავს 100 კალორიას, იმდენივეს, რამდენსაც 20 გრ შოკოლადი. მეტი მოცულობა კი უფრო კარგად ანაყრებს. იაპონელი სპეციალისტები კი საკვების ნელა და კარგად დაღეჭვას გვირჩევენ.

myquiz