რამდენი ლარით გაიზრდება თურქული მედიკამენტების ფასი? | Allnews.Ge

რამდენი ლარით გაიზრდება თურქული მედიკამენტების ფასი?

თურქული ანალოგები, რომელიც 18,19,20 ლარი ღირს, მათთან მიმართებით ცვლილება იქნება რამდენიმე ლარიანი. ანუ, 18-დან 23 ლარამდე, 19-დან 25ლარამდე შეიძლება გაიზარდოს ფასები“,- ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონა კოკიაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 20-30%-მდე გაძვირდება, ქართულ ბაზარზე კვლავ იაფ სეგმენტში დარჩება.

„ყველასთვის ცნობილია, რომ თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მოხდა მცირედი კორექტირება, მათ ბაზარზე, ფასებთან მიმართებით. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ დახვეწილი და მოცულობითი ფასწარმოქნის სისტემა აქვს თურქეთს. მათ ფიქსირებული აქვთ გაცვლით კურსი, შემოღებული აქვთ ადაპტაციის კოეფიციენტი, აგრეთვე, არეგულირებენ მოგების მარჟებს. გამომდინარე იქიდან, რომ მეზობელ ქვეყანაში საკმაოდ მაღალი ინფლაცია და ეროვნული ვალუტის დევალვაციაა, მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ფიქსირებული გაცვლითი კურსი გაიზარდა 25%-ით, ასევე, დაკორექტირდა მოგების მარჟები კომპანიებისთვის. განაგრძეთ კითხვა

myquiz