პირველი აგვისტოდან ქორწინების რიტუალის ფასი იზრდება - რა ეღირება სპეციალური სარიტუალო მომსახურება | Allnews.Ge

პირველი აგვისტოდან ქორწინების რიტუალის ფასი იზრდება - რა ეღირება სპეციალური სარიტუალო მომსახურება

პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტო­დან ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რი­ტუ­ა­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა იზ­რდე­ბა - ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბამ დად­გე­ნი­ლე­ბა 18 ივ­ლისს გა­მოს­ცა.

კერ­ძოდ, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­რი­ტუ­ა­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბა (ქორ­წი­ნე­ბის რი­ტუ­ა­ლის სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბა) იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის ფი­ლი­ალ­ში ან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცენ­ტრში 50 ლა­რის ნაც­ვლად 75 ლარი ეღი­რე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით­ვე, ქორ­წი­ნე­ბის სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბა ქორ­წი­ნე­ბის სახ­ლში შა­ბათს და კვი­რას - 225 ლარი ეღი­რე­ბა, სხვა დღე­ებ­ში კი - 135 ლარი. დღეს იგი­ვე მომ­სა­ხუ­რე­ბა შა­ბათ-კვი­რას 150 ლარი ღირს, ხოლო სხვა დღე­ებ­ში - 90 ლარი.

სერ­ვი­სე­ბის სა­ა­გენ­ტოს ფი­ლი­ა­ლის გა­რეთ ქორ­წი­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცია დღეს 170 ლარი ღირს. აგ­ვის­ტო­დან კი, ამ მომ­სა­ხუ­რე­ბის ფასი 255 ლარი იქ­ნე­ბა.

bpn.ge

myquiz