თუ წაქცევის შემდეგ ბავშვს ეს სიმპტომები შენიშნეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს
დალურჯება, ამოვარდნილობა, მოტეხილობა და ნაღრძობი - ბავშვობა ტრავმების გარეშე ვერ ჩაივლის. წაქცევა, მუხლების გადაყვლეფა თუ დაჟეჟილობები წელიწადის ნებისმიერ დროს აქტუალურია. თუმცა ზაფხულში, როცა ბავშვი გარემოს იცვლის და უფრო აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ტრავმების რისკიც იზრდება. ძირითადად, რას იშავებენ ბავშვები ზაფხულის სეზონზე?
ტოპ 5 ბავშვური ტრავმა ზაფხულის სეზონზე
პირველ ადგილს სიხშირით დალურჯებები და კანის დაზიანება იკავებს. ამ ზედაპირულ დაზიანებებზე მოდის ზაფხულში მიღებული საერთო ტრავმების 40%.მეორე ადგილზეა ამოვარდნილობები და მყესის დაჭიმულობამესამე ადგილზეა ღია ჭრილობები და ხელის მოტეხილობებიმეოთხე ადგილზე ფეხის მოტეხილობა და შინაგანი დაზიანებები, დაჟეჟილობა, ტვინის შერყევა. ამას მოსდევს დამწვრობა (მიზეზი კოცონი და მაყალი), ასევე დახრჩობის საფრთხე.
როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი
საუკეთესო გზაა სიფრთხილე და ამ ყველაფრის თავიდან აცილება. თუმცა ბოლომდე დაზღვეული არაფრისგან ვართ, ამიტომ მთავარია, დრო არ დაკარგოთ და ბავშვს სათანადო დახმარება აღმოუჩინოთ.სახის ტრავმის თავიდან ასაცილებლად ბავშვს ასწავლეთ:
- არ ირბინოს, როცა პირში რამე უდევს
- თვალისგან მოშორებით ეჭიროს ჯოხი ან სხვა წვეტიანი საგანი
- როცა ველოსიპედით, სკეიტით ან ბორბლებიანი ციგურებით სეირნობს, ჩაფხუტი და ხელ-ფეხის დამცავები ყოველთვის მოირგოს.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ სახეზე მიღებული ტრავმას ახლავს შემდეგი სიმპტომები: განაგრძეთ კითხვა