მათ არა მხოლოდ ხევსურეთის, არამედ საქართველოს დატოვებაც გადაწყვიტეს - რა ინფორმაცია ვრცელდება წყვილზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ თბილისიდან ხევსურეთში გადასახლდა? | Allnews.Ge

მათ არა მხოლოდ ხევსურეთის, არამედ საქართველოს დატოვებაც გადაწყვიტეს - რა ინფორმაცია ვრცელდება წყვილზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ თბილისიდან ხევსურეთში გადასახლდა?

რამდენიმე კვირის წინ ერთ ძალიან კარგ წყვილზე გიამბეთ. მარგარეტა და გიორგი პირველი წყვილია, რომელმაც 21-ე საუკუნეში შატილში ოჯახი შექმნა და დაფუძნდა.

იხილეთ: "აქ ხშირად სრულ სიბნელესა და სიცივეში ვართ" - ქალაქიდან გადასახლებული წყვილი შატილის სადარაჯოზე

სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყველასათვის საყვარელი წყვილი, რომელიც ხევსურეთში გადავიდა საცხოვრებლად ემიგრაციაში მიდის.

24 წლის მარგარეტ დაიაური და 28 წლის გიორგი ჭინჭარაული პირველი წყვილია, რომელმაც 21-ე საუკუნეში შატილში ოჯახი შექმნა და დაფუძნდა გიორგი და მარგარეტი ხევსურეთში საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ დაბრუნდნენ და მომავალს მთას უკავშირებდნენ.

უშუქობა, უგზოობა, პირველადი ჯანდაცვის სერვისების არქონა, კორუფცია, ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობა, ტურისტული ბიზნესის ჩავარდნა, შემოსავლის გარეშე დარჩენა, განვითარების პერსპექტივის დაკარგვა - ეს ყველაფერი არასრული ჩამონათვალია იმ მიზეზებისა, რის გამოც გიორგიმ და მარგარეტმა არა მხოლოდ ხევსურეთის, არამედ საქართველოს დატოვებაც გადაწყვიტეს.

ისინიც ემიგრაციაში მიდიან.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2021 წელს, საქართველოდან ემიგრაციაში 99 974 ადამიანი წავიდა, რაც 2020 წელთან შედარებით 34.6 პროცენტით მეტია.