"სტერეოტიპი - სწავლა და სპორტი ერთმანეთს არ უთავსდება, დამსხვრევადია" - თორნიკე შენგელიამ სპორტის მენეჯმენტსა და იურიუდიულ უნარებში მაგისტრის ხარისხი მიიღო | Allnews.Ge

"სტერეოტიპი - სწავლა და სპორტი ერთმანეთს არ უთავსდება, დამსხვრევადია" - თორნიკე შენგელიამ სპორტის მენეჯმენტსა და იურიუდიულ უნარებში მაგისტრის ხარისხი მიიღო

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის კა­პი­ტან­მა თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ამ სპორ­ტის მე­ნე­ჯმენ­ტსა და იუ­რი­უ­დი­ულ უნა­რებ­ში მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მი­ი­ღო. ინ­ფორ­მა­ცია ფე­ის­ბუქ­ში" შენ­გე­ლი­ას ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ქვეყ­ნდე­ბა.

"ჩემ­თვის ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია! მი­ვი­ღე მა­გის­ტრის ხა­რის­ხი სპორ­ტის მე­ნე­ჯმენ­ტსა და იუ­რი­დი­ულ უნა­რებ­ში. ვიქ­ნე­ბი გულ­წრფე­ლი და ვი­ტყვი, ეს არ იყო მარ­ტი­ვი, მაგ­რამ მარ­ტი­ვი არა­ფე­რი არ არის. მინ­და ამით ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას შევ­ძი­ნო მო­ტი­ვა­ცია და იმის რწმე­ნა, რომ სტე­რე­ო­ტი­პი - სწავ­ლა და სპორ­ტი ერ­თმა­ნეთს არ უთავ­სდე­ბა, დამ­სხვრე­ვა­დია.

სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფე­რი ნე­ბის­ყო­ფა­ზე, მონ­დო­მე­ბა­სა და დრო­ის სწო­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ზე გა­დის. არას­დროს არის ადრე, ან გვი­ან, რომ იფიქ­რო მო­მავ­ლის გეგ­მებ­ზე.

და­ი­მახ­სოვ­რე, ყო­ველ­თვის ირ­წმუ­ნე შენს თავ­ში და ყო­ველ­თვის ილი­დე­რე მა­გა­ლი­თით. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო elpa-ს ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის და იმის­თვის, რომ ზრუ­ნავს მო­თა­მა­შე­ებ­ზე პარ­კეტ­სა და პარ­კეტს მიღ­მა. ასე­ვე, მად­ლო­ბა ISDE უნი­ვერ­სი­ტეტს ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, მრა­ვალ­მხრი­ვი პროგ­რა­მის­თვის, მოქ­ნი­ლი გრა­ფი­კი­სა და ხელ­შე­წყო­ბის­თვის", - წერს სპორ­ტსმე­ნი.

myquiz