უსაფრთხოა თუ არა სილიკონის საცხობი ყალიბები, რომელებიც საქმეს აიოლებს - 4 ნიშანი, რაც მას უნდა ჰქონდეს | Allnews.Ge

უსაფრთხოა თუ არა სილიკონის საცხობი ყალიბები, რომელებიც საქმეს აიოლებს - 4 ნიშანი, რაც მას უნდა ჰქონდეს

დღეს ბევრ ოჯახშია სილიკონის გამოსაცხობი ყალიბები, რომლებსაც დიასახლისები იყენებენ. ის მრავალნაირია, მსუბუქი, ადვილად გასარეცხი და ადვილად გამოსაყენებელი - საქმესაც აიოლებს.

ბოლო დროს ხშირად საუბრობენ მის მავნებლობაზე. თუმცა ცალსახად ის შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ჭურჭელი შეიძლება იყოს მავნე, თუ მისი მოხმარების წესებს არ დავიცავთ. გარდა ამისა, ბაზარი სავსეა უხარისხო და მავნე ნივთიერებებით გაჯერებული ნაწარმით, ამიტომ ყიდვის დროს ხარისხს აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეტიკეტი რაც შეიძლება მკაფიო და გასაგები უნდა იყოს და მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია – ზუსტი.

არსებობს სილიკონის სხვადასხვა სახეობა. მის შემადგენლობაში შეიძლება იყოს სხვადასხვა ქიმიური ელემენტი: ბორი, კობალტი, ქრომი, ნიკელი, მარგანეცი, სელენი, თუთია . ყველა ამ კომპონენტს შეუძლიათ საფრთხის მოტანა.რასაკვირველია, იმ სილიკონის მიმართ, რომელიც სამედიცინო და საცხობი მიზნებით გამოიეყენება, მეტი მოთხოვნებია. ასეთი სილიკონი უნდა იყოს არატოქსიკური, ჰიპოალერგიული და არ შედიოდეს რეაქციაში ორგანულ მჟავებთან. ეს ყველაფერი რომ დაცული იყოს, წარმოების დროს გაცილებით რთული და ნელი ტექნოლოგიური პროცესის გავლაა საჭირო.

გარდა ამისა, ზოგიერთმა კულინარიულმა ნაწარმმა დაბალ და მაღალტემპერატურასაც უნდა გაუძლოს. ამის მიღწევა იოლი არ არის, შესაბამისად, ყველა მწარმოებელი არ გაირთულებს საქმეს და ამდენ ძალისხმევას არ გაიღებს. ამიტომ ბაზარზე უამრავია უხარისხოდ და სწრაფად წარმოებული სილიკონი, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს შეიცავს.სინიკოლის ყალიბების ყიდვისას აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება პროდუქტის ანოტაციას და შეფუთვას. ნაწარმი ყოველთვის გადის გარკვეულ ექსპერტიზას უსაფრთხოებაზე. ამის დამადასტურებელი ნიშანი უნდა ჰქონდეს აუცილებლად.ეს მარკირება ნიშნავს, რომ პროდუქტი უსაფრთხო და მაღალი ხარისხის არის. ასევე უნდა იყოს დაწვრილებითი ინსტრუქცია პროდუქციის მოხმარების და შენახვის შესახებ – დასაშვები ტემპერატურული რეჟიმის შესახებ. ხანდახან სილიკონის ყალიბებს ასევე უნდა ჰქონდეს ნიშნები, რომ:

• შეიძლება იყოს გამოყენებული საკვებად;

• არ შეიძლება ღია ცეცხლზე დადგმა;

• არ შეიძლება ფორმის ელექტროქურაზე დადგმა

• არ შეიძლება მჭრელი საგნების გამოყენება.

აუცილებელია იცოდეთ,რომ გამოყენებამდე სილიკონის ყალიბი უნდა გამოიწვას. გამოწვის პროცესში იწვება ის ნივთიერებები, რომლებიც წარმოებისას გამოიყენეს. სილიკონის ფორმა უნდა გარეცხოთ რომელიმე მსუბუქი სარეცხი საშუალებით, გააშროთ, წაუსვათ მცენარეული ზეთი და დაახლოებით 200 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში შედგათ 10 წუთით. ამის შემდეგ ყალიბის გამოყენება უკვე შეგიძლიათ.

myquiz