ასლან ბჟანია სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე საუბრობს და გახსნას 2024 წლისთვის აანონსებს | Allnews.Ge

ასლან ბჟანია სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე საუბრობს და გახსნას 2024 წლისთვის აანონსებს

უკვე მე­რამ­დე­ნედ, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში აე­რო­პორ­ტის აღ­დგე­ნის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა ას­ლან ბჟა­ნი­ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ სან­ქცი­ე­ბის ფონ­ზე რუ­სეთს შე­უძ­ლია აფხა­ზე­თის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ქონ­ლის იმ­პორ­ტის­თვის.

"სან­ქცი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში, რუ­სეთს შე­უძ­ლია სა­ქონ­ლის იმ­პორ­ტი აფხა­ზე­თის პორ­ტე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. ამი­ტომ, რა თქმა უნდა, ვფიქ­რობთ, ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რია და ჩვე­ნი სატ­რან­ზი­ტო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნონ პა­რა­ლე­ლუ­რი იმ­პორ­ტის­თვის. ჩვენ ორი პორ­ტი გვაქვს სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან გა­სას­ვლე­ლად”, - ამ­ბობს ბჟა­ნია.

მი­სი­ვე თქმით, პორ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კა­ვალ­დაკ­ვალ, ასე­ვე სა­უ­ბა­რია აე­რო­პორტზეც, რომ­ლის აღ­დგე­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო წი­ნა­პი­რო­ბე­ბი უკვე იქ­მნე­ბა.ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მის, Нужная газета-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის, იზი­და ჭა­ნიას თქმით, ბჟა­ნი­ას მიერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი აე­რო­პორ­ტის აღ­დგე­ნა, შე­საძ­ლოა, რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­შიც შე­დი­ო­დეს, რად­გან და­სავ­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი რუ­სეთს დიდ ზი­ანს აყე­ნებს.

kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, რუსი ბლო­გე­რი, კი­რილ ბა­ზი­ლევ­სკი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ "სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტი კი­დე­ვაც რომ აღად­გი­ნონ, რაც უზარ­მა­ზარ ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მისი მუ­შა­ო­ბის ხარ­ჯებს აფხა­ზე­თი და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ და­ფა­რავს." -0:05 "2021 წლის 23 ნო­ემ­ბერს, რუსი მე­სა­ზღვრე­ე­ბის ნა­წილ­მა სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რია შე­ა­მოწ­მა, რათა და­ედ­გი­ნათ, ომის შემ­დეგ ხომ არ იყო იქ საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბი და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი. მა­შინ აფხა­ზე­თის ენერ­გე­ტი­კის ყო­ფი­ლი "მი­ნის­ტრი" და "აფხა­ზე­თის ავი­ა­ხა­ზე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე, ვიქ­ტორ ხილ­ჩევ­სკი აცხა­დებ­და, რომ აე­რო­პორ­ტის რე­კონ­სტრუქ­ცია მისი მას­შტა­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე­ვე ფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის სიმ­ცი­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აზრს მოკ­ლე­ბუ­ლი იყო. ასე­ვე, რეს­პუბ­ლი­კა­ში ვერ იქ­ნე­ბო­და საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ტექ­ნი­კო­სე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის", - წერს kavkaz-uzel.eu.

ას­ლან ბჟა­ნია ტე­ლე­არხ "360-თან: ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ "აე­რო­პორ­ტის გახ­სნა 2024 წლის სა­ზა­ფხუ­ლო სე­ზო­ნის­თვის იგეგ­მე­ბა და ამ პე­რი­ოდ­ში დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში 5000, ზამ­თარ­ში კი - 1000 მგზავ­რის მომ­სა­ხუ­რე­ბა იგეგ­მე­ბა. უკვე ნა­პოვ­ნია ინ­ვეს­ტო­რი, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შაო სქე­მის შედ­გე­ნა, ასე­ვე, უკვე და­გეგ­მი­ლია აფხა­ზე­თის გა­ზი­ფი­კა­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ეს ყვე­ლა­ფე­რი რუ­სუ­ლი კა­პი­ტა­ლით, რუ­სუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ით მოხ­დე­ბა."

aslanbjania-40194-1658120567.jpg

უფრო ადრე, ბჟა­ნი­ამ გან­ცხა­და, რომ "სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტი აღ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ის რუ­სუ­ლი კო­დით იმუ­შა­ვებს."

ბჟა­ნი­ას ოპ­ტი­მიზმს ირო­ნი­უ­ლად პა­სუ­ხობს ბლო­გე­რი ბა­ზი­ლევ­სკი, რო­მე­ლიც "აფხა­ზუ­რი პრი­ექ­ტე­ბის" კო­ორ­დი­ნა­ტო­რია და ამ­ბობს, რომ სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტს არ შე­უ­ძე­ნია რა­ი­მე დამ­ტე­ბი­თი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა ინ­ვეს­ტო­რის­თვის, ამი­ტომ ძნე­ლია იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რას ემ­ყა­რე­ბა ბჟა­ნი­ას ოპ­ტი­მიზ­მი. "ყვე­ლა­ფე­რი ამ წლის ბო­ლოს გა­ირ­კვე­ვა. პრე­ზი­დენ­ტმა რე­კონ­სტრუქ­ცი­ის პრო­ექტთან ერ­თად, ინ­ვეს­ტო­რის ვი­ნა­ო­ბაც უნდა და­ა­კონ­კრე­ტოს. მა­ნამ­დე კი, ეს საქ­მე ბუნ­დო­ვა­ნია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მა­დე­გე­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბე­ბიც ხმა­მა­ღა­ლი მგო­ნია", - ამ­ბობს ბა­ზი­ლევ­სკი.

კი­დევ ერთი აფხა­ზი ბლო­გე­რი, ლეო ჭა­ნია მი­იჩ­ნევს, რომ აფხა­ზე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ცდი­ლობს, უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ, რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის ფონ­ზე, ეს ქვე­ყა­ნა(რუ­სე­თი) კი­დევ უფრო შე­მო­იყ­ვა­ნოს რე­გი­ონ­ში. "ბჟა­ნი­ამ უკვე გა­დაკ­ვე­თა წი­თე­ლი ხა­ზე­ბი, რო­დე­საც ბიჭ­ვინ­თის სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კე­ბი რუ­სეთს ჩა­ა­ბა­რა, ფაქ­ტობ­რი­ვად, აჩუ­ქა, ახლა აე­რო­პორ­ტის ჩუ­ქე­ბის დრო დად­გა. შემ­დე­გი იქ­ნე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, მი­წე­ბი და ამ ყვე­ლა­ფერს იმით შე­ფუ­თა­ვენ, რომ ქვე­ყა­ნა უნდა გან­ვი­თარ­დეს. კარ­გის მო­ლო­დი­ნი არ მაქვს, მაგ­რამ არა­ვინ ვაპ­რო­ტეს­ტებთ, რუსი ტუ­რის­ტე­ბის მას­პინ­ძლო­ბით ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი, ფულს ვაგ­რო­ვებთ, ერთი დღით მცხოვ­რებ სა­ზო­გა­დო­ე­ბად გვაქ­ცი­ეს", - წერს ჭა­ნია.

ცნო­ბის­თვის. სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტი და შე­სა­ბა­მი­სი სა­ჰა­ე­რო სივ­რცე 1993 წლი­დან და­კე­ტი­ლია, არ არის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას (IჩAO), რო­მე­ლიც აფხა­ზეთს სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლად აღი­ა­რებს, არ აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი ოთხნიშ­ნა კოდი.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბით, “ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბი, ვი­ნა­ი­დან ეს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალს, IჩAO-ს წეს­დე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას”.

ambebi.ge

myquiz