"ასეთი უზრდელები არიან ჩვენი ღრუსი მეზობლები - ოპერაში ეს მამრი ატყაპუნებდა შიშველ ფეხებს, შენიშვნაზე ისტერიკა ატეხეს" - რას წერს თვითმხილველი?
სოციალურ ქსელში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მომხდარი ინციდენტის შესახებ წერენ, რომელიც რუს მაყურებლებს უკავშირდებათ. თვითმხილველი თამუნა ჩოთირიძე სოციალურ ქსელში ჰყვება, რომ მამაკაცი ოპერაში შიშველი ფეხებით იჯდა რაზეც შენიშვნა მიიღო. როგორც ირკვევა ამაზე მამაკაცსა და მასთან ერთად მყოფ ქალს, რომელიც ნასვამი იყო, მძიმე რეაქცია ჰქონდათ.
"ოპერაში ეს მამრი, ასე ბედნიერად ატყაპუნებდა შიშველ ფეხებს, ბოტასები გვერდზე უდევს. კაპელდინერის შენიშვნაზე ამ ქალმა, რომელიც ნასვამია, იმისთანა ამბავი ატეხა, შემეცოდა ჩვენი კაპელდინერი გოგო. ავარდა მენეჯერთან, ისტერიკაში იყო. აი, ასეთი უზრდელები და უკულტუროები არიან ჩვენი დერევნია ღრუსი მეზობლები" - წერს თამუნა ჩოთირიძე.