"სავარაუდოდ, COVID პანდემია მალე არ დასრულდება - ჩვენ უნდა ვისწავლოთ კოვიდთან "თანაცხოვრება" - თენგიზ ცერცვაძე | Allnews.Ge

"სავარაუდოდ, COVID პანდემია მალე არ დასრულდება - ჩვენ უნდა ვისწავლოთ კოვიდთან "თანაცხოვრება" - თენგიზ ცერცვაძე

სა­ვა­რა­უ­დოდ, COVID პან­დე­მია მალე არ დას­რულ­დე­ბა და შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, რო­გორც ერთ-ერთი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცია, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ცერ­ცვა­ზე სა­უბ­რობს, რა უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ მისი ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზე.

„ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ო­ში, აღი­ნიშ­ნე­ბა COVID ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა, რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. მაგ­რამ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ყვე­ლა რგო­ლი კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდა შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბას, რისი უტყუ­ა­რი და­დას­ტუ­რე­ბაა ის, რომ არ­ცერ­თი COVID ავად­მყო­ფი არ რჩე­ბა დრო­უ­ლი და ეფექ­ტი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­რე­შე. რის შე­დე­გა­დაც ვა­ხერ­ხებთ, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მი­ნი­მა­ლურ ნიშ­ნულ­ზე - დღე­ში 0 ან 1 გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

ბოლო 4 თვის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ით და­ბა­ლი მოც­ვის და COVID ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ყო­ველ 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით COVID გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ბევ­რად, შე­უ­და­რებ­ლად ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე ამე­რი­კა­ში, კა­ნა­და­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად მთელ ევ­რო­პა­ში (ერ­თე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და) და ასე გან­სა­ჯეთ იმ ქვეყ­ნებ­შიც კი, რომ­ლე­ბიც ტრა­დი­ცი­უ­ლად გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ COVID შემ­თხვე­ვე­ბის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით: სამ­ხრეთ კო­რეა, ტა­ი­ვა­ნი, ავ­სტრა­ლია, ახა­ლი ზე­ლან­დია, ჰონგ კონ­გი, ია­პო­ნია, ის­რა­ე­ლი და ა.შ. გარ­და ამი­სა, ქვე­ყა­ნას აქვს COVID და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებს შო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტის - ე.წ. CFR (case fatality rate) მსოფ­ლი­ოს 112 ქვე­ყა­ნა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (1,01%).

მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც იკ­ვე­თე­ბა ტენ­დენ­ცია, რომ COVID პან­დე­მია მალე არ დას­რულ­დე­ბა და შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, რო­გორც ერთ-ერთი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცია. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ უნდა ვის­წავ­ლოთ COVID-თან „თა­ნა­ცხოვ­რე­ბა“ და სწო­რი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი და კლი­ნი­კუ­რი მარ­თვით შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი დღე­ვან­დელ მი­ნი­მა­ლურ ნიშ­ნულ­ზე და თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ COVID-ის ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზე. ამის გა­რან­ტია, ვაქ­ცი­ნა­ცი­ით მოც­ვის გაზ­რდის (ბუს­ტერ დო­ზე­ბის ჩათ­ვლით) გარ­და, არის დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა, დრო­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია ექიმ­თან და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მკურ­ნა­ლო­ბის დრო­უ­ლი და­წყე­ბა. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ ბოლო თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე არ­ცერ­თი COVID ავად­მყო­ფი, ვინც დრო­უ­ლად ჩა­ი­ტა­რა დი­აგ­ნოს­ტი­კა და შე­ას­რუ­ლა ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, არ დამ­ძი­მე­ბუ­ლა და მი­თუ­მე­ტეს არ გარ­დაც­ვლი­ლა.

ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რომ ომიკ­რო­ნის შტა­მე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი COVID-ის სიმპტო­მე­ბი პირ­ველ დღე­ებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად არ გან­სხვავ­დე­ბა სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის სიმპტო­მე­ბი­სა­გან. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია და სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე უკ­ლებ­ლივ ყვე­ლამ ჩა­ვი­ტა­როთ COVID ტეს­ტი­რე­ბა, რაც უფა­სოა და ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მია და COVID-ის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ზედ­მი­წევ­ნით შე­ვას­რუ­ლოთ ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. ყვე­ლამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ დრო­უ­ლი მი­მარ­თვის და სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ მკურ­ნა­ლო­ბის დრო­უ­ლი და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პრაქ­ტი­კუ­ლად გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია, რომ არ მოხ­დე­ბა პა­ცი­ენ­ტის დამ­ძი­მე­ბა და მი­თუ­მე­ტეს არ დად­გე­ბა ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი.

ყვე­ლამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვის­წავ­ლოთ COVID-ის პი­რო­ბებ­ში უსაფრ­თხოდ ცხოვ­რე­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბა. მინ­და და­ბე­ჯი­თე­ბით ვურ­ჩიო ყვე­ლა ოჯა­ხის ექიმს და ყვე­ლა COVID კლი­ნი­კას სა­თა­ნა­დო ჩვე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლად გა­მო­ი­ყე­ნონ პაქსლო­ვი­დი და/ან რემ­დე­სი­ვი­რი. ამით ჩვენ გა­და­ვარ­ჩენთ ათა­სო­ბით COVID ავად­მყო­ფის სი­ცო­ცხლეს“, - წერს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

myquiz