სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ადამიანის დაავადების 20 შემთხვევა გამოვლინდა | Allnews.Ge

სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ადამიანის დაავადების 20 შემთხვევა გამოვლინდა

სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ადამიანის დაავადების შემთხვევები 20-მდე გაიზარდა.ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სამცხე–ჯავახეთის განყოფილების უფროსის ნინო ზედგინიძის განცხადებით, ამჯერად ყირიმ–კონგო რეგიონში ორ ადამიანს დაუფიქსირდა, აქედან ერთი ადიგენის სოფელ წახანში ცხოვრობს, მეორე ახალციხის სოფელ მუგარეთში.

გარდა ამისა, მედიკოსები სამ საეჭვო შემთხვევას აკვირდებიან.

მიმდინარე წელს გამოვლენილი 20 შემთხვევიდან 9 ახალციხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, 6 ადიგენში, 5 ასპინძაში.

myquiz