რომელი სასმელების მიღებაა სიცხეში სახიფათო | Allnews.Ge

რომელი სასმელების მიღებაა სიცხეში სახიფათო

სიცხეში, სულის მოსათქმელად მიღებულმა ზოგიერთმა სასმელმა შეიძლება ორგანიზმს ზიანი მიაყენოს.

სპეციალისტების „შავ სიაში“ მოხვდა შემდეგი სასმელები:

-ძალიან ცივი წყალი (ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს იმუნური სისტემის მუშაობის პრობლემები და გაციება);

-ყავა და შავი ჩაი (ამ სასმელებში კოფეინის შემცველობის გამო. ამას გარდა აღნიშნული სასმელები ასევე წარმოადგენს შარდმდენ საშუალებებს, რაც იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას);

-წვენი და გაზიანი სასმელები (არტერიული წნევის მომატების გამო. ასევე ეს სასმელები ტვირთავენ კუჭუკანა ჯირკვალს და მათი ხშირი მოხმარებისას მაღალია დიაბეტისა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი).

მეცნიერების კვლევებით დადგინდა, რომ ბოლო 34 წლის განმავლობაში, ადამიანების ჯანმრთელობისთვის, სიცხისგან გამოწვეული საშიშროება 3-ჯერ გაიზარდა.

myquiz