როგორ დავიცვათ თავი სიცხეში და შევინარჩუნოთ კარგი განწყობა | Allnews.Ge

როგორ დავიცვათ თავი სიცხეში და შევინარჩუნოთ კარგი განწყობა

ვინც ცუდად იტანს სიცხეს, უნდა ატაროს ბამბის ქსოვილის ტანსაცმელი. სამოსი უნდა ატარებდეს ჰაერს და ტენს, რათა ზედმეტი ტენი დაუბრკოლებლად გამოვიდეს ორგანიზმიდან.

სითბური დარტყმის თავიდან ასაცილებლად უნდა მივიღოთ მეტი წყალი მცირე მოცულობის ულუფებად ქუჩაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. დღეში დაახლოებით 2 ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ.

ცხელ ამინდში ყველაზე საშიში დროა 12-დან 18 სთ-მდე პერიოდი. ამ დროს სჯობს არ გამოვიდეთ ქუჩაში და დავრჩეთ კარგად განიავებულ შენობაში.

ასევე მნიშვნელოვანია ოთახის გასაგრილებლად კონდენციონერის სწორად გამოყენება. მოწყობილობაზე ტემპერატურა უნდა იყოს გარემოს ტემპერატურაზე 5 გრადუსით ნაკლები.

სიცხეში უნდა მოვერიდოთ ფიზიკურ დატვირთვას, რადგანაც კუნთები დამატებით სითბოს გვანიჭებს.

myquiz