"აფხაზეთს ფულიანი რუსები შემოესივნენ... ამჯერად ბიჭვინთა-მუსერას აგარაკების კომპლექსი სურთ" - რას ამბობენ ადგილობრივები? | Allnews.Ge

"აფხაზეთს ფულიანი რუსები შემოესივნენ... ამჯერად ბიჭვინთა-მუსერას აგარაკების კომპლექსი სურთ" - რას ამბობენ ადგილობრივები?

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში უძ­რა­ვის ქო­ნე­ბის შეს­ყიდ­ვის თე­მა­ზე რუ­სე­თი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. ამ­ჯე­რად გან­ხილ­ვის თე­მაა ბიჭ­ვინ­თა-მუ­სე­რას სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კე­ბის კომ­პლექ­სი. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, რუ­სუ­ლი მხა­რე ცდი­ლობს, აფხა­ზე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან სა­კუთ­რე­ბა­ში მი­ი­ღოს 186 ჰა-ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი აგა­რა­კე­ბი.

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, აფხა­ზე­თის "პარ­ლა­მენ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხე­ბის კო­მი­ტე­ტის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ე.წ. პარ­ლა­მენტს მო­უ­წო­დე­ბენ, რომ მათ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ რუ­სეთ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი რა­ტი­ფი­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა­ზე იმუ­შა­ოს, რაც ბიჭ­ვინ­თა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ზღვაო აკ­ვა­ტო­რი­ის ნა­წი­ლი­სა და სა­ნა­პი­რო ზო­ლის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის გა­და­ცე­მას გუ­ლის­ხმობს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, "პარ­ლა­მენ­ტის" გა­ფარ­თო­ე­ბულ სხდო­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი და ბიჭ­ვინ­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, ასე­ვე, ე.წ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბი, რომ­ლის თქმი­თაც, შე­თან­ხმე­ბა სრუ­ლი­ად არის მორ­გე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ინ­ტე­რე­სებს.

"შე­თან­ხმე­ბა მოს­კოვ­ში 2022 წლის 19 იან­ვარს გა­ფორმ­და და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ცე­მას, ასე­ვე სა­ზღვაო აკ­ვა­ტო­რი­ის მო­ნაკ­ვე­თი­სა და მას­თან არ­სე­ბუ­ლი სა­ნა­პი­რო­ე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის­თვის იჯა­რით გა­და­ცე­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამ შე­თან­ხმე­ბა­ში­ვე არის მი­თი­თე­ბუ­ლი ბიჭ­ვინ­თის 8, 9 და 10 ნომ­რის მქო­ნე სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კე­ბი და "კა­გე­ბეს" მე-9 სამ­ხედ­რო ქა­ლა­ქის ცნო­ბი­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ობი­ექ­ტი" - წერს ekhokavkaza.com.

ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კე­ბის რუ­სე­თის­თვის მი­ყიდ­ვის თუ გა­და­ცე­მის სა­კითხს მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა ად­გი­ლობ­რი­ვებ­ში. თუმ­ცა, არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მსგავ­სი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში უპატ­რო­ნო­ბის­გან ინ­გრე­ვა და გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ხდე­ბა, ამი­ტომ თუ ის ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტ­ში მო­გე­ბას შე­ი­ტანს და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი გაჩ­ნდე­ბა, ჯო­ბია დრო­უ­ლად მი­ყი­დონ რუ­სებს...

"აფხა­ზე­თი იმ­ხე­ლა ქვე­ყა­ნა არ არის, რომ 186 ჰა მი­წის ნაკ­ვე­თი ასე უბ­რა­ლოდ მის­ცე ვი­ღა­ცას. რას აკე­თებს ეს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ვერ გა­ვი­გე... ყვე­ლამ ვი­ცით, აფხა­ზეთს ფუ­ლი­ა­ნი რუ­სე­ბი შე­მო­ე­სივ­ნენ, ასე თუ ისე, თუ მათ­თვის სა­სურ­ველ მო­გე­ბას ვერ მი­ი­ღე­ბენ, თან­ხა სულ და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი მა­ინც არ ექ­ნე­ბათ... მე ვე­ლო­დე­ბი, რომ დიდი რუ­სუ­ლი ფუ­ლის შე­მოს­ვლის კვალ­დაკ­ვალ, ცუდი პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყე­ბა, პირ­და­პირ ვი­ტყვი, ეს იქ­ნე­ბა აფხა­ზე­თის მი­წის რუ­სე­თის­თვის მი­ყიდ­ვის ან პირ­და­პირ გა­და­ცე­მის პრო­ცე­სი" - წერს ირაკ­ლი სუ­ხუმსკი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ბიჭ­ვინ­თის გა­ყიდ­ვის სა­კი­თხი "სომ­ხუ­რი ლო­ბის" ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო და გა­ი­მარ­ჯვეს კი­დეც". აფხა­ზურ მე­დი­ას, ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უყ­ვე­ბა, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რეს ე.წ. დე­პუ­ტა­ტებ­მა ალ­ხას ბარ­ციც­მა, ლე­ვონ გა­ლუს­ტი­ან­მა, ახრა ფა­ჩუ­ლი­ამ და თე­მურ შერ­გე­ლი­ამ.

"ყვე­ლამ ხომ ვი­ცით, რომ გა­ლუს­ტი­ა­ნის კლან­მა და გავ­ლე­ნებ­მა გა­ი­მარ­ჯვა?.. ასე­თი უსუ­სუ­რო­ბის გან­ცდა არას­დროს მქო­ნია. გაგ­რა მთლი­ა­ნად გა­ყი­დუ­ლია, სო­ხუმ­ში უკვე ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ყი­დუ­ლო­ბენ რუ­სე­ბი სა­ნა­პი­რო ზოლს, იქ შეს­ვლა ფა­სი­ა­ნია. ახლა კი, 200 ჰა-მდე მი­წას ვჩუქ­ნით და ყვე­ლა­ფე­რი ამით არ დას­რულ­დე­ბა - მთა­ვა­რია, პრე­ცე­დენ­ტი შე­იქ­მნას და მერე და­ნარ­ჩენს ერ­თი­ა­ნად მი­ყი­დი­ან" - მი­აჩ­ნია სო­ხუ­მელ ვერა ლო­გუ­ას.

myquiz