დილის 5 ჩვევა, რომლებიც გახდომაში დაგეხმარებათ | Allnews.Ge

დილის 5 ჩვევა, რომლებიც გახდომაში დაგეხმარებათ

წონის მატებაზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორია წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული არასწორი ჩვევები. მათზე უარის თქმა არც ისე ადვილია, მაგრამ თუ შეეცდებით და შეცვლით თქვენს შეხედულებას კვებაზე, მაშინ შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს. დილით მარტივი წესების დაცვით შეგიძლიათ მარტივად მოიცილოთ ზედმეტი კილოგრამები და შეინარჩუნოთ ფიზიკური ფორმა. საფეხურები:

გაიღვიძეთ ერთსა და იმავე დროს

დღის რეჟიმი - ორგანიზმის ყველა სისტემის სწორი ფუნციონირების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. გაიღვიძეთ ერთსა და იმავე დროს, რომ უკეთ აკონტროლოთ მადა და შესაბამისად, წონაც.

არ დაგავიწყდეთ წყალი

წყალი აუცილებლად უნდა სვათ მთელი დღის მანძილზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დილით დალიოთ ერთი ჭიქა წყალი. შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონის ნაჭერი და 1 ჩ/კ. თაფლი. ეს დაგეხმარებათ მეტაბოლიზმის დაჩქარებაში, რაც წონის კლებაზეც აისახება.

ისაუზმეთ

ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ტოვებენ საუზმეს, დღის მანძილზე უფრო ბევრს ჭამენ. ორგანიზმი ვერ ასწრებს კალორიების გახარჯვას. შედეგად, ცხიმი გროვდება წელის, მუცლის და ბარძაყების არეში.

განაგრძეთ კითხვა

myquiz