მაღალი სიცხე, ღებინება, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება - რა სიმპტომები ახასიათებს სალმონელოზს, რომელიც ზაფხულობით აქტიურდება | Allnews.Ge

მაღალი სიცხე, ღებინება, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება - რა სიმპტომები ახასიათებს სალმონელოზს, რომელიც ზაფხულობით აქტიურდება

ზაფხულის პერიოდში ნაწლავური ინფექციების რაოდენობა მკვეთრად იზრდება ხოლმე და კლინიკებსაც ბევრი ადამიანი მიმართავს. მათ შორის, სალმონელოზიცაა. სხვადასხვა სამედიცინო ჯგუფში მშობლები წერენ, რომ მათ ირგვლივ ბევრი შემთხვევაა და მძიმედ მიმდინარეობს.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორს მაია ჩხაიძეს ვკითხეთ, როგორია მათ კლინიკაში სალმონელოზით მიმართვიანობა და რა შემთხვევაში უნდა იყვნენ მშობლები განსაკუთრებით ყურადღებით:

- კლინიკაში ბაქტერიული ნაწლავური ინფექციით სულ რამდენიმე პაციენტი მკურნალობს და წინა წელთან შედარებით, შემთხვევები გაზრდილი არ არის. ამ ეტაპზე რესპირატორული ვირუსული ინფექციებით უფრო მეტი ბავშვია მოთავსებული. წელს რესპირატორული ინფექციების სეზონი გახანგრძლივდა, რადგანაც, როგორც წესი, ამ პერიოდისათვის ამხელა მომართვიანობა დამახასიათებელი არ არის. განსაკუთრებით, წლამდე ასაკის ბავშვებში ბრონქიოლიტი ხდება მომართვიანობის მიზეზი. რაც შეეხება სალმონელოზს, იგი ბაქტერიული ნაწლავური ინფექციაა, რომელიც 2 დღემდე გრძელდება.

ძირითადად, დაინფიცირება დაბინძურებული საკვების მიღების შედეგად ხდება. იწყება ინტოქსიკაცია, ღებინება, ცხელება და ნაწლავთა გახშირებული მოქმედება. თუ ღებინება შეუპოვარია და პაციენტი სითხეებს ვერ იღებს, მაშინ კლინიკაში უნდა გადაიყვანოთ, რადგანაც სითხეებითა და ელექტროლიტებით შევსება აუცილებელია. ასევე, საჭიროა ნაწლავური ბაქტერიული ინფექცია ნაწლავური ვირუსული ინფექციისგან განვასხვავოთ და ამისთვის კვლევის ჩატარებაა საჭირო, რაც კლინიკაში ხდება. ძირითადად პაციენტები სითხეებითა და ელექტროლიტებით შევსების მიზნით მოგვმართავენ. განაგრძეთ კითხვა

myquiz