არის თუ არა ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ისევ შემოღების აუცილებლობა - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი? | Allnews.Ge

არის თუ არა ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ისევ შემოღების აუცილებლობა - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი?

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ქვე­ყა­ნა­ში პა­ნი­კი­სა და შეშ­ფო­თე­ბის არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს, შე­სა­ბა­მი­სად, ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თვის დღის წეს­რიგ­ში არ დგას შე­ზღუდ­ვე­ბი­სა და ჩა­კეტვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა.

მი­ნის­ტრი გან­მარ­ტავს, რომ არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, პირ­ბა­დე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არც დღეს და არც ახლო მო­მა­ვალ­ში არ იკ­ვე­თე­ბა.

"ეპიდ­ვი­თა­რე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, საკ­მა­ოდ მშვი­დი სი­ტუ­ა­ცია გვაქვს. ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი არის, თუმ­ცა სრუ­ლად მარ­თვა­დია, მი­ნი­მა­ლურ ზღვარ­ზეა. რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში შე­და­რე­ბით მე­ტია, თუმ­ცა ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში მკვეთ­რი ზრდა არ არის. თუ ციფ­რებ­ში შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ, მა­გა­ლი­თად ერთი კვი­რის წინ სა­შუ­ა­ლოდ დღი­უ­რი შემ­თხვე­ვა თუ გვქონ­და 100, დღეს გვაქვს 500, 3 მლნ 700 000-იან ქვე­ყა­ნა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვებს, მინ­და და­ვამ­შვი­დო მო­სახ­ლე­ო­ბა, რომ არა­ნა­ი­რი ნერ­ვი­უ­ლო­ბის და სტრე­სის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. მათ, ვი­საც სჭირ­დე­ბა ჰოს­პი­ტალ­ში მკურ­ნა­ლო­ბა მზად ვართ, რომ ჰოს­პი­ტალ­ში ვუმ­კურ­ნა­ლოთ. ვი­საც სჭირ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მე­ლიც არის კო­ვი­დის სამ­კურ­ნა­ლო, რამ­დე­ნი­მე თვის წინ "ფა­ი­ზე­რის“ წარ­მო­ე­ბის ეს მე­დი­კა­მენ­ტი - "პაქ­ლო­ვი­დი“ ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ და ად­გილ­ზე გვაქვს. სულ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნას შო­რის ვი­ყა­ვით, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად მი­ი­ღო ეს მე­დი­კა­მენ­ტი. კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი­დან, სიმ­ძი­მი­დან და რის­კე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შეგ­ვიძ­ლია ეს მე­დი­კა­მენ­ტი შევ­თა­ვა­ზოთ. ასე­ვე, მსურ­ვე­ლებს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია შე­უძ­ლი­ათ აც­რის გაგ­რძე­ლე­ბა და ვთა­ვა­ზობთ სხვა­დას­ხვა ტი­პის ვაქ­ცი­ნებს“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა.

ამას­თან, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ სა­ში­ში და სა­პა­ნი­კო არა­ფე­რია.

"შე­ზღუდ­ვე­ბის და ჩა­კეტვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ არც იქ­ნე­ბა“, -აღ­ნიშ­ნა აზა­რაშ­ვილ­მა.

myquiz