"ნუ შეიწუხებთ თავს ჩემი წყევლით, გინებით..." - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, რომელსაც კოვიდი მესამედ შეხვდა | Allnews.Ge

"ნუ შეიწუხებთ თავს ჩემი წყევლით, გინებით..." - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, რომელსაც კოვიდი მესამედ შეხვდა

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი, ქარ­თვე­ლი ექი­მი ნანა გე­გეჭ­კო­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მე­სა­მედ შეხ­ვდა კო­ვი­დი. რო­გორც ის ამ­ბობს, დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა შტა­მი წინა ვა­რი­ან­ტებ­ზე მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, თუმ­ცა სიმპტო­მე­ბი მა­ინც აქვს და წინა შტა­მებ­თან შე­და­რე­ბით ყვე­ლა სიმპტო­მი ად­ვი­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ მკურ­ნა­ლო­ბას.

ნანა გე­გეჭ­კო­რი:

"კო­ვი­დის მე­სა­მე წრე­ზე...

ამ­ჯე­რად აც­რი­ლი, წინა შემ­თხვე­ვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით. სიმპტო­მე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად შე­უ­და­რებ­ლად ად­ვი­ლი ასა­ტა­ნია. წინა შემ­თხვე­ვა ოც­დღი­ა­ნი ტან­ჯვა იყო, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით, ნევ­რო­ლო­გი­უ­რი, სუნ­თქვის და გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი­თაც კი. ტა­ქი­კარ­დი­ამ, ძლი­ერ­მა ზო­გად­მა სი­სუს­ტემ და ბა­ლან­სის მოშ­ლამ თვე­ე­ბი გას­ტა­ნა პოს­ტკო­ვი­დურ პე­რი­ო­დად.

ამ­ჯე­რად ყვე­ლა­ფე­რი ყე­ლის ტკი­ვი­ლით, ხვე­ლით, ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­აქ­ცი­ით და კუნ­თე­ბის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლით და­ი­წყო. ყვე­ლა სიმპტო­მი ად­ვი­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ მკურ­ნა­ლო­ბას.

მკურ­ნა­ლო­ბა:

სი­ცხის დამ­წე­ვი, ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი, დას­ვე­ნე­ბა, ძილი, კვე­ბა სურ­ვი­ლი­სა­მებრ, ზო­მი­ე­რი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე­ე­ბი, დრო და დრო მსუ­ბუ­ქი ვარ­ჯი­ში ან ცეკ­ვა. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში უწყვე­ტი სწავ­ლა კო­ვი­დის თე­რა­პი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი­ცაა

ჯე­რაც სიმპტო­მუ­რი ვარ, მაგ­რამ უკეთ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი ვიდ­რე პირ­ვე­ლი დღე­ებ­ში.

პროგ­ნო­ზი:

ალ­ბათ ორ სამ დღე­ში სრუ­ლად ალაგ­დე­ბა.

იზო­ლა­ცი­ის ვა­დე­ბი:

5 დღე პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბი­დან. თუ სიმპტო­მე­ბი გა­ხან­გრძლივ­დე­ბა იზო­ლა­ცი­ა­ში რჩე­ბი მა­ნამ, სა­ნამ ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­აქ­ცია რჩე­ბა. მსუ­ბუ­ქი ხვე­ლა ან სხვა ტი­პის ნიშ­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე კვი­რაც კი გაგ­რძელ­დეს, ეს იზო­ლა­ცი­ას არ გა­ა­ხან­გრძლი­ვებს. იზო­ლა­ცი­ი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ და­მა­ტე­ბი­თი ხუთი დღე აუ­ცი­ლე­ბე­ლია პირ­ბა­დის მკაც­რი ტა­რე­ბა სა­ჯა­რო სივ­რცე­ში, ყველ­გან სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ახ­ლო­ვეს მო­გი­წევთ ყოფ­ნა. იზო­ლა­ცი­ი­დან გა­მოს­ვლას და­მა­ტე­ბი­თი ტეს­ტი­რე­ბა არ სჭირ­დე­ბა. ტეს­ტი შე­იძ­ლე­ბა ხან­გრძლი­ვად დარ­ჩეს და­დე­ბი­თი, თუმ­ცა პირ­ვე­ლი ხუთი დღის შემ­დგომ, უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტი გა­დამ­დე­ბი აღა­რაა.

არა­ნა­ი­რი კო­ვიდ-სპე­ცი­ფი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ ჩა­მი­ტა­რე­ბია. პაქსლო­ვი­დი ხელ­მი­საწ­ვდო­მია ყვე­ლას­თვის, მაგ­რამ მე არც რისკ ჯგუფს ვე­კუთ­ვნი, არც და­ა­ვა­დე­ბაა სა­ში­შად სიმპტო­მუ­რი, ამი­ტომ ამ პრე­პა­რა­ტით მკურ­ნა­ლო­ბის ჩვე­ნე­ბა არ მაქვს. პაქსლო­ვიდს ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი აქვს და ექიმ­მა ყო­ვე­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შემ­თხვე­ვი­სას უნდა გა­და­წყვი­ტოს მისი მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა. ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტის თირკმლის და ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­ე­ბი, სხვა პრე­პა­რა­ტე­ბი რა­საც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ იყე­ნებს და ამის მი­ხედ­ვით უნდა შე­ირ­ჩეს დოზა.

ტეს­ტი­რე­ბა:

სწრა­ფი ტეს­ტე­ბი ნაკ­ლე­ბად სენ­სი­ტი­უ­რია, თუმ­ცა სიმპტო­მე­ბის პიკ­ზე მა­ინც პო­უ­ლობს კო­ვიდს. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში სიმპტო­მე­ბის პირ­ველ დღეს სამი, სხვა და სხვა კომ­პა­ნი­ის სწრა­ფი ტეს­ტი იყო უარ­ყო­ფი­თი. მე­ო­რე დღეს იგი­ვე ტეს­ტმა ად­ვი­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნა კო­ვი­დი. სამ­სა­ხურ­ში გან­მე­ო­რე­ბულ­მა PCR ტეს­ტმა დი­აგ­ნო­ზი და­ა­დას­ტუ­რა.

დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა შტა­მი წინა ვა­რი­ან­ტებ­ზე მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. ჩემი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბით, და­ა­ვა­დე­ბის სიმ­სუ­ბუ­ქეს წინა და­ა­ვა­დე­ბის­გან შე­მორ­ჩე­ნი­ლი იმუ­ნი­ტე­ტი და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კომ­ბი­ნა­ცია გა­ნა­პი­რო­ბებს, იმ ფაქტთან ერ­თად, რომ ახალ შტა­მებს შე­და­რე­ბით მეტი ტრო­პიზ­მი ახა­სი­ა­თებთ ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის მი­მართ და ისი­ნი ფილ­ტვებს ნაკ­ლე­ბად აზი­ა­ნე­ბენ.

აი­ცე­რით, და­ი­ბუს­ტეთ (ვი­საც რა გი­წევთ), ეცა­დეთ და­ხუ­რულ სივ­რცე­ში უნიღ­ბოდ არ იყოთ. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ე­ცა­დეთ ადა­მი­ა­ნებ­თან სა­ურ­თი­ერ­თოდ ღია სივ­რცე­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოთ. თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყოფ­ნა გი­წევთ, მო­ე­რი­დეთ მო­ხუ­ცებს და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით დამ­ძი­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. გან­სა­კუთ­რე­ბით მათ ვინც აუც­რე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, მათ­თვის ყვე­ლა შტა­მი შე­იძ­ლე­ბა სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხე აღ­მოჩ­ნდეს.

აი­ცე­რით. უკვე დრო­მაც და­ა­დას­ტუ­რა რომ რნმ ვაქ­ცი­ნე­ბი საკ­მა­ოდ უსაფრ­თხოა. ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა ახალ შტა­მებ­ზე წინა ვა­რი­ან­ტებ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბია, მაგ­რამ თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რომ ახა­ლი ვერ­სი­ე­ბი ნაკ­ლე­ბად აგ­რე­სი­უ­ლე­ბიც არი­ან, ჯამ­ში, ვაქ­ცი­ნის ოდ­ნავ დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ეფექ­ტი­ა­ნო­ბაც საკ­მა­რი­სია რომ სიკ­ვდი­ლის და გარ­თუ­ლე­ბე­ბის საფრ­თხის­გან და­გიც­ვათ.

ორი წელი გა­ვი­და უკვე კო­ვიდ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბი­დან და ხე­დავთ თვალ­ნათ­ლივ რომ არ შე­უც­ვლია აც­რას ადა­მი­ა­ნის გე­ნო­მი, არც შვი­ლოს­ნო­ბის ფუნ­ქცია წა­ურ­თმე­ვია ვინ­მეს­თვის, არც რა­ი­მე უცხო იმუ­ნუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბით გა­მო­უ­ჩე­ნია თავი. ში­შე­ბი პირ­ველ თვე­ებ­ში ად­ვი­ლად გა­სა­გე­ბი იყო, ახლა უკვე გო­ნი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის მეტი არ­გუ­მენ­ტი არ­სე­ბობს.

P.S.

ნუ შე­ი­წუ­ხებთ თავს ჩემი წყევ­ლით, გი­ნე­ბით და ასე შემ­დეგ. ამ სპორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი სა­კუ­თარ ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბას გა­უფრ­თხილ­დით. არ მოქ­მე­დებს წყევ­ლა იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვი­საც ამ ფე­ნო­მე­ნის არ სწამს. მათ შო­რის ვარ მეც. მეც­ნი­ე­რე­ბის, სი­კე­თის და სიყ­ვა­რუ­ლის მჯე­რა, და­ნარ­ჩე­ნი ჩემ­ზე გავ­ლე­ნას ვერ ახ­დენს და დროს ნუ და­ხარ­ჯავთ უსაგ­ნოდ

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ კი­თხვებს ვერ ვუ­პა­სუ­ხებ. ამ პოს­ტში ამომ­წუ­რა­ვა­დაა ყვე­ლა­ფე­რი რაც კო­ვიდ­ზე უნდა იცო­დეთ. თუ უფრო რთუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა აქვს თქვენს და­ა­ვა­დე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ პი­რად ექიმს. მარ­თლა ყვე­ლა სა­ჭი­რო კი­თხვა­ზეა სრუ­ლი პა­სუ­ხი ამ ტექ­სტში თუ ყუ­რა­დღე­ბით გა­ეც­ნო­ბით".

myquiz