"კადიროველები" პიარს იკეთებენ ამ ომში, გარიყულები არიან რუსული ჯარისგან, კავკასიისა და თავიანთი ხალხის მოღალატეები არიან" - მამუკა მამულაშვილი | Allnews.Ge

"კადიროველები" პიარს იკეთებენ ამ ომში, გარიყულები არიან რუსული ჯარისგან, კავკასიისა და თავიანთი ხალხის მოღალატეები არიან" - მამუკა მამულაშვილი

ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ლე­გი­ო­ნის და­მა­არ­სე­ბე­ლი და მე­თა­უ­რი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას მტრის­გან დაც­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა, "კა­დი­რო­ვე­ლებ­ზე“ ჰყვე­ბა და მათ პი­ა­რის მოყ­ვა­რუ­ლებს უწო­დებს.

"ისი­ნი მხო­ლოდ პი­არს იკე­თე­ბენ და მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი არი­ან“,- აცხა­დებს მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში."ლე­გი­ო­ნი ახლა სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ძა­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის და უკ­რა­ი­ნის სამ­ხრეთ -აღ­მო­სავ­ლე­თით ფრონ­ტის თით­ქმის მთე­ლი ხა­ზის გას­წვრივ არის გან­თავ­სე­ბუ­ლი. საკ­მა­რი­სი ვართ იმის­თვის, რომ ფრონ­ტის ხაზი მო­ვიც­ვათ“,- გა­ნა­ცხა­და მა­მუ­ლაშ­ვილ­მა.

ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის მე­თა­უ­რი გან­მარ­ტავს, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სამ­ხედ­რო­ებ­სა და ოკუ­პან­ტე­ბის ჯარ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბულ თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ფსევ­დო­რეს­პუბ­ლი­კე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის არა­ვი­თა­რი მენ­ტა­ლუ­რი სხვა­ო­ბა არ არ­სე­ბობს და არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბი­ან მომ­ზა­დე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც.

"რაც შე­ე­ხე­ბა კა­დი­რო­ვე­ლებს, ისი­ნი უბ­რა­ლოდ პი­არს იკე­თე­ბენ ამ ომში. ისი­ნი გა­რი­ყუ­ლე­ბი არი­ან რუ­სუ­ლი ჯა­რის­გან. კა­დი­რო­ვე­ლებს თა­ვი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვთ - პი­ა­რი გა­ა­კე­თონ რუ­სე­ბის სიკ­ვდი­ლის ხარ­ჯზე და სა­კუ­თა­რი ხალ­ხის სიკ­ვდი­ლის ხარ­ჯზეც კი.

ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც უღა­ლა­ტეს თა­ვის ქვე­ყა­ნას, ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლე­ბი არი­ან. ისი­ნი კავ­კა­სი­ი­სა და თა­ვი­სი ხალ­ხის მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი არი­ან“,- გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ქარ­თულ ეროვ­ნულ ლე­გი­ონ­ში მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბი არ შე­დი­ან. მას­ში ერ­თი­ან­დე­ბი­ან მო­ხა­ლი­სე­ე­ბი ბრი­ტა­ნე­თი­დან, ამე­რი­კი­დან, ჯამ­ში ლე­გი­ონ­ში 32 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

myquiz