როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე იდენტური ტყუპი და - მათ ქმარიც კი საერთო ჰყავთ | Allnews.Ge

როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე იდენტური ტყუპი და - მათ ქმარიც კი საერთო ჰყავთ

დები ლუსი და ანა დესინკები ტყუპები არიან. ისინი ავსტრალიაში ცხოვრობენ და მათ მსოფლიოში ყველაზე იდენტურ ტყუპად მოიხსენიებენ. დებს მალე 37 წელი შეუსრულდებათ. 2009 წლამდე ისინი ისე ცხოვრობდნენ, როგორც ჩვეულებრივი ტყუპი. მაგრამ მერე წარმოუდგენელ მსგავსებას მიაღწიეს, სარკისებურად აირეკლეს ერთმანეთი არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ ზოგადად, ცხოვრებაში ქცევისა და ჩვევების კუთხით. ისინი ერთად მიდიან ტუალეტში და ერთ კაცთან ცხოვრობენ. თუ რამდენიმე მეტრით მაინც მოშორდებიან ერთმანეთს, მაშინვე ტკივილს განიცდიან.

2-1657349776.jpeg

"დედა ბავშვობაში ერთნაირად გვაცმევდა. როცა წამოვიზარდეთ, კვლავ ერთნაირად გვეცვა, თუმცა სხვადასხვა ფერში. მოზარდობის ასაკში სხვადასხვა ბიჭს ვხვდებოდით და ისე ვჩხუბობდით, როგორც ჩვეულებრივი დები. მაგრამ, თითოეულმა ჩვენგანმა ყოველთვის ზუსტად იცოდა, რას ვფიქრობდით ან რას ვგრძნობდით. ერთხელ ზურგი მტკიოდა და ანას ტკივილგამაყუჩებლების მიღებაც მოუწია, რადგან მან ჩემი ტკივილი იგრძნო."- იხსენებს ლუსი.

4-1657349792.jpeg

დები განსაკუთრებით მამის გარდაცვალების შემდეგ დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ეს მათთვის ძალიან დიდი ტკივილი იყო, რადგანაც მამას აღმერთებდნენ. ტრაგედიის შემდეგ მათ ზუსტად ერთნაირად ჩაცმა დაიწყეს, იკეთებდნენ იდენტურ ვარცხნილობასა და მაკიაჟს. სულ ერთად დადიოდნენ და ჭამდნენ ზუსტად ერთნაირ საკვებს. როდესაც ერთ-ერთმა დამ მკერდის გადიდება გადაწყვიტა, მეორეც უყოყმანოდ აღმოჩნდა პლასტიკური ქირურგის დანის ქვეშ. შემდეგ ორივემ ტუჩები გაზარდა. განაგრძეთ კითხვა

myquiz