რა ღირს სანატორიუმები, რომლის გაყიდვასაც მთავრობა ,,წყალტუბოს ახალი სიცოცხლისთვის“ 4 აგვისტომდე გეგმავს
მთავრობა „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში 14 სანატორიუმის გასხვისებას გეგმავს, რომელთა ღირებულება, დღევანდელი შეფასებით, დაახლოებით 50 მლნ ლარს შეადგენს.
5 ივლისს წარდგენილი 14 საინვესტიციო პროექტი სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპრივატიზაციოდ 6 ივლისს უკვე გამოიტანა და პირობიანი აუქციონები 4 აგვისტოს 17:00 საათამდე გაგრძელდება.
რა ღირს სანატორიუმები, რომლის კერძო სექტორზე გასხვისებასაც სახელმწიფო გეგმავს:
,,უშიშროება" - ლოტი მოიცავს 250768.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1-N26 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ფასი 8.4 მლნ ლარია. საინვესტიციო ვალდებულება კი, 25.41 მლნ ლარი
,,მედეა" - ლოტი მოიცავს, 76621.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ N1-N17 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ღირებულება 5.82 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება 10 მლნ ლარი;
,,მეგობრობა" - ლოტი მოიცავს, 104176.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1-21 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ღირებულება 5.23 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება 15.69 მლნ ლარი;
,თბილისი" - ლოტი მოიცავს, 28399.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1, N2 და N3 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ფასი 3.14 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება 9.42 მლნ ლარი;
,,იმერეთი" - ლოტი მოიცავს, 41150.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1, N2 და N3 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ღირებულება 3.12 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება კი, 9.37 მლნ ლარი; განაგრძეთ კითხვა