"ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი უნდა გა­ვა­აქ­ტი­უ­როთ. სა­სურ­ვე­ლია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ პირ­ბა­დე ტრან­სპორ­ტში, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბის ად­გი­ლებ­ში გა­მო­ვი­ყე­ნოთ"- თენგიზ ცერცვაძე | Allnews.Ge

"ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი უნდა გა­ვა­აქ­ტი­უ­როთ. სა­სურ­ვე­ლია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ პირ­ბა­დე ტრან­სპორ­ტში, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბის ად­გი­ლებ­ში გა­მო­ვი­ყე­ნოთ"- თენგიზ ცერცვაძე

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი გა­ი­ზარ­და, თუმ­ცა მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად, ნუ­ლო­ვან ნიშ­ნულ­ზეა.

მისი თქმით, ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა პიკს სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­მოდ­გო­მას მი­აღ­წევს.

"მთელ მსოფ­ლი­ო­ში ბოლო პე­რი­ოდ­ში ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის მკვეთ­რი ზრდა აღი­ნიშ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა. სამ­წუ­ხა­როდ, ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა ჩვენ­თა­ნაც ფიქ­სირ­დე­ბა, მაგ­რამ ჩვენ­თან გარ­დაც­ვა­ლე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია ძა­ლი­ან და­ბალ - პრაქ­ტი­კუ­ლად, ნუ­ლო­ვან ნიშ­ნულ­ზე.

შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა პიკს ჩემი ვა­რა­უ­დით, შე­მოდ­გო­მა­ზე მი­აღ­წევს, მაგ­რამ ჩვენ არ ვე­ლო­დე­ბით ისეთ დრა­მა­ტულ მა­ტე­ბას, რო­გო­რიც ვთქვათ, წლის და­სა­წყის­ში იყო", - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ჩვე­ნი მი­ზა­ნი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის "ნუ­ლო­ვან ნიშ­ნულ­ზე" შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უნდა იყოს, ამი­ტომ, ის ორი მი­მარ­თუ­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბას გვთა­ვა­ზობს.

პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­სა და ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბას ეხე­ბა, ხოლო მე­ო­რე, კო­რო­ნა­ვირუ­სის სწრაფ დი­აგ­ნოს­ტი­კა­სა და შე­სა­ბა­მის მკურ­ნა­ლო­ბას.

"ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი უნდა გა­ვა­აქ­ტი­უ­როთ. სა­სურ­ვე­ლია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ პირ­ბა­დე ტრან­სპორ­ტში, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბის ად­გი­ლებ­ში გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

მე სკეპ­ტი­კუ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი, რომ ჩვე­ნე­ბი მა­სი­უ­რად ვაქ­ცი­ნა­ცი­ას და პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბას და­ი­წყე­ბენ. ეს დიდი ალ­ბა­თო­ბით არ მოხ­დე­ბა. ამი­ტომ, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ასა­კის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, ვინც შე­ამ­ჩნევს, რომ რა­ღაც რეს­პი­რა­ცი­უ­ლი სიმპტო­მე­ბი აქვს, მა­გა­ლი­თად, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, ხვე­ლა, სურ­დო, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა, იმა­ვე დღეს, ან მაქ­სი­მუმ მე­ო­რე დღეს კო­ვიდ­ზე ტეს­ტი გა­ი­კე­თეთ. ეს არის უფა­სო. კო­ვი­დის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თქვენს ოჯა­ხის ექიმ­თან, ან ონ­ლა­ინ კლი­ნი­კის ექიმ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში შე­დით. თუ ჩვე­ნე­ბე­ბი არ გაქვთ - იო­ლად გა­და­ი­ტანთ, მაგ­რამ თუ არის ჩვე­ნე­ბე­ბი, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა დამ­ძი­მე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, თქვენ "პაქსლო­ვიდს" მოგ­ცე­მენ და თქვენ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ მოხ­ვდე­ბით და მით უმე­ტეს, ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი არ დად­გე­ბა," - აღ­ნიშ­ნა ცერ­ცვა­ძემ.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის თქმით, ქვე­ყა­ნა­ში "პაქსლო­ვი­დის" მა­რა­გე­ბი საკ­მა­რის­ზე მეტი გვაქვს.