როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის მატების პიკს? - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს | Allnews.Ge

როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის მატების პიკს? - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე აცხა­დებს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის პიკს შე­მოდ­გო­მის­თვის ელო­დე­ბი­ან.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ფხიზ­ლის­კენ, ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­სა და პირ­ბა­დის აქ­ტი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. ცერ­ცვძის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„ბოლო სამი თვის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ით და­ბა­ლი მოც­ვი­სა და COVID ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ყო­ველ ერთ მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით COVID გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი (22) ბევ­რად, შე­უ­და­რებ­ლად ნაკ­ლე­ბია ვიდ­რე ამე­რი­კა­ში (98), კა­ნა­და­ში (108), დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში (205), პრაქ­ტი­კუ­ლად მთელ ევ­რო­პა­ში ერ­თე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და და ასე გან­სა­ჯეთ იმ ქვეყ­ნებ­შიც კი, რომ­ლე­ბიც ტრა­დი­ცი­უ­ლად გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ COVID შემ­თხვე­ვე­ბის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით - სამ­ხრეთ კო­რეა (135), ტა­ი­ვა­ნი (262), ავ­სტრა­ლია (140), ახა­ლი ზე­ლან­დია (230), ჰონგ კონ­გი (136), ია­პო­ნია (24), ის­რა­ე­ლი (46) და ა.შ. გარ­და ამი­სა, ქვე­ყა­ნას აქვს COVID და­დას­ტუ­რე­ბელ შემ­თხვე­ვებს შო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტის ე.წ. CFR-ის (case fatality rate) მსოფ­ლი­ოს 112 ქვე­ყა­ნა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (1,01%). ყვე­ლა­ფე­რი ეს უპირ­ვე­ლეს ყოფ­ლი­სა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID პან­დე­მი­ის კარ­გი მარ­თვით, მათ შო­რის კარ­გი კლი­ნი­კუ­რი მარ­თვით.

სა­ქარ­თვე­ლომ პირ­ველ­მა რე­გი­ონ­ში და ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა მსოფ­ლი­ო­ში შე­მო­ი­ტა­ნა და პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გა უახ­ლე­სი და სა­დღე­ი­სოდ ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი პაქსლო­ვი­დი. ექი­მე­ბის არ­სე­ნალ­შია და ყვე­ლა COVID ავად­მყო­ფის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია ე.წ. სი­ცო­ცხლის გა­დამ­რჩე­ნი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი: რემ­დე­სი­ვი­რი, მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი (ვირუ­სის შე­სა­ბა­მი­სი შტა­მის დროს), ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი, ბა­რი­ცი­ტი­ნი­ბი და სხვ. ჩვენ წარ­მა­ტე­ბით ვი­ყე­ნებთ რო­გორც ბი­ნა­ზე დარ­ჩე­ნი­ლი, ისე ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ე.წ. პრო­აქ­ტი­ურ მკურ­ნა­ლო­ბას, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა მი­ნი­მუ­მამ­დე დაგ­ვეყ­ვა­ნა COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის დამ­ძი­მე­ბის, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მოხ­ვედ­რის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გი შე­დე­გე­ბი გვაქვს იმ ავად­მყო­ფებ­ში, მათ შო­რის ასა­კო­ვან და/ან მძი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ავად­მყო­ფებ­ში, ვი­საც პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში და­ვუ­წყეთ მკურ­ნა­ლო­ბა რემ­დე­სი­ვი­რით ან პაქსლო­ვი­დით. ბოლო თვე­ებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად არ გვქო­ნია ასე­თი ავად­მყო­ფე­ბის დამ­ძი­მე­ბის ან გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი.

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ო­ში, აღი­ნიშ­ნე­ბა COVID ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა. თუ ადრე დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ ფიქ­სირ­დე­ბო­და 100-მდე ახა­ლი შემ­თხვე­ვა, ახლა უკვე ფიქ­სირ­დე­ბა 600-700 ახა­ლი შემ­თხვე­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რია ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი იმ პი­რებ­ში, რომ­ლებ­მაც იმოგ­ზა­უ­რეს უცხო­ეთ­ში. წინ ზა­ფხუ­ლია, აქ­ტი­უ­რი ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი და COVID შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის პიკს ვე­ლო­დე­ბით შე­მოდ­გო­მის­თვის.

ამი­ტომ თუ გვინ­და, რომ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ დღე­ვან­დე­ლი კარ­გი COVID ეპიდსი­ტუ­ა­ცია, უნდა ვი­ყოთ ფხიზ­ლად, გა­ვაგ­რძე­ლოთ აქ­ტი­უ­რი COVID ვაქ­ცი­ნა­ცია ბუს­ტერ დო­ზე­ბის ჩათ­ვლით და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი აღარ გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს, ვიხ­მა­როთ პირ­ბა­დე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და ხალ­მხრა­ვა­ლი შეკ­რე­ბის ად­გი­ლებ­ში. მა­ში­ნაც კი, თუ COVID შემ­თხვე­ვე­ბის ზრდას თა­ვი­დან ვერ ავი­ცი­ლებთ, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სიკ­ვდი­ლო­ბა დღე­ვან­დელ მი­ნი­მა­ლურ ნიშ­ნულ­ზე.

ამის­თვის კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია შემ­დე­გი: ომიკ­რო­ნის შტა­მით გა­მოწ­ვე­უ­ლი COVID-ის სიმპტო­მე­ბი პირ­ველ დღე­ებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად არ გან­სხვავ­დე­ბა სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის სიმპტო­მე­ბის­გან, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ჩა­ვი­ტა­როთ COVID ტეს­ტი­რე­ბა (უფა­სოა) და COVID-ის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ზედ­მი­წევ­ნით შე­ვას­რუ­ლოთ ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. ყვე­ლამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ დრო­უ­ლი მი­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში პრაქ­ტი­კუ­ლად გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია, რომ არ მოხ­დე­ბა პა­ცი­ენ­ტის დამ­ძი­მე­ბა და მი­თუ­მე­ტეს არ დად­გე­ბა ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი. ყვე­ლამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვის­წავ­ლოთ COVID-ის პი­რო­ბებ­ში უსაფრ­თხოდ ცხოვ­რე­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბა. მინ­და კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვურ­ჩიო ყვე­ლა COVID კლი­ნი­კას და „ონ­ლა­ინ" კლი­ნი­კას, სა­თა­ნა­დო ჩვე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლად გა­მო­ი­ყე­ნონ რემ­დე­სი­ვი­რი და/ან პაქსლო­ვი­დი. ამით ჩვენ გა­და­ვარ­ჩენთ ათა­სო­ბით COVID ავად­მყო­ფის სი­ცო­ცხლეს”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.