პარლამენტთან აქცია "შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს - რა ვითარებაა რუსთაველის გამზირზე | Allnews.Ge

პარლამენტთან აქცია "შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს - რა ვითარებაა რუსთაველის გამზირზე

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით აქ­ცია - "წინ ევ­რო­პის­კენ” ევ­რო­კავ­ში­რის, უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნე­ბით და­ი­წყო.

ად­გილ­ზე მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, კულ­ტუ­რის სფე­რო­სა და სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი.

მათი ნა­წი­ლი აქ­ცი­ას სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ი­დან მსვლე­ლო­ბით, შე­ძა­ხი­ლე­ბი­თა და დრო­შე­ბით შე­უ­ერ­თდა, რა­საც ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბის ტაში და ოვა­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღე­ვან­დელ აქ­ცი­ას ასე­ვე უერ­თდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა.

და­გეგ­მი­ლი აქ­ცი­ის გამო, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პო­ლი­ცი­ი­სა და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფე­ბია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა 24 ივ­ნისს გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მა და ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის მთავ­რო­ბის შექ­მნა მო­ი­თხო­ვეს, რის­თვი­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ერ­თკვი­რი­ა­ნი ვადა მის­ცეს, რო­მე­ლიც დღეს ამო­ი­წუ­რა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი დღეს ღა­მით პარ­ლა­მენ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დარ­ჩე­ნას გეგ­მა­ვენ.

myquiz