როგორ დავიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი | Allnews.Ge

როგორ დავიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი

ბოლო პერიოდში აღინიშნება დადებითი ტენდენცია: სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს,რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების მთელ კომპლექსს. ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვისას მნიშვნელოვნად იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა და უმჯობესდება მისი ხარისხი.

ცხოვრების ჯანსაღი წესის უპირატესობები:

ცხოვრების ჯანსაღი წესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმუნიტეტზე, უმჯობესდება განწყობა და იცვლება სამყაროს აღქმა. ამას გარდა:

  • მცირდება ქრონიკული დაავადებების რეციდივების სიხშირე;
  • გაღვიძებისას აღარ აღინიშნება დაღლილობის შეგრძნება და იგრძნობა ძალების მოზღვავება;
  • იზრდება ამტანობა;
  • მცირდება გაციებათა სიხშირე და ქვეითდება მათი მიმდინარეობის სიმძიმე;
  • კანი მეტად ელასტიკური და სუფთა ხდება.

ამას გარდა, კვლევები აჩვენებს, რომ ცხოვრების ამგვარი წესის დაცვისას ქვეითდება მთელი რიგი მოსალოდნელი ასაკობრივი დაავადებების განვითარება.

ცხოვრების ჯანსაღი წესის ფორმირების ძირითადი საფუძვლები:

ცხოვრების ჯანსაღი წესი ეფუძნება შვიდ ძირითად დებულებას:

  • ფიზიკური აქტივობა;
  • დაბალანსებული კვება;
  • მავნე ჩვევების უკუგდება;
  • ჰიგიენური მოვლა;
  • სრულფასოვანი ძილი;
  • კარგი დასვენება;
  • გამაჯანსაღებელი პროცედურები
  • დადებითი ემოციური განწყობა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz