„შემთხვევა კონტროლზეა აყვანილი“ - არღვევს თუ არა „მაგთი“ მომხმარებლების უფლებებს | Allnews.Ge

„შემთხვევა კონტროლზეა აყვანილი“ - არღვევს თუ არა „მაგთი“ მომხმარებლების უფლებებს

3 აგვისტოდან „მაგთი“ ტარიფებს ცვლის, თუმცა მომხმარებელს იმის უფლებას, რომ გაძვირებული ტარიფი შედარებით იაფზე გადაცვალოს, არ აძლევს. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში, „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრეს, რომ საკითხს აუცილებლად შეისწავლიან.

მარეგულირებელ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებლის, ელენე მიროტაძის თქმით, მომხმარებელს აქვს უფლება, აირჩიოს კომპანიის მიერ შეთავაზებული მისთვის ნებისმიერი მომსახურება. ნებისმიერ დარღვევას ამ კუთხით, შეისწავლის შესაბამისი სამსახური. „ეს კონკრეტული შემთხვევა კონტროლზეა აყვანილი. ჩვენი მოკვლევის შემდეგ დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები, მოხდება რეკომენდაციების გაცემა კომპეტენციების ფარგლებში და მიმართვა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის“, - განაცხადა მან.

განაგრძეთ კითხვა

myquiz