რომელი სახეობის ყურძინს სუბსიდირება იგეგმება წელს?
წელს საქართველოში რთველის მასობრივი სუბსიდირება არ მოხდება. თუმცა როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა „ბიზნეს პალიტრას“ ეთერში განაცხადა, ნაწილობრივი სუბსიდირდება იქნება, განსხვავებული მიდგომებით. მისი თქმით, წელს სავარაუდოდ, დაფინანსება შეეხება უშუალოდ თეთრ ყურძენს, რადგან მოცემული მიმართულება კრიზისშია.
„პირდაპირ გეტყვით, რომ ჯერჯერობით რთველის სუბსიდირების ზუსტ ფორმაზე შეთანხმება არ მომხდარა.
დღესდღეობით ჩვენთვის მთავარი საექსპორტო პროდუქტი არის წითელი ღვინო. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ როგორც გასულ წლებში, ისე მიმდინარე წელსაც წითელი ღვინის მიმართულებით არ ჩავერიოთ და შევინარჩუნოთ სრულიად თავისუფალი ბაზარი, სადაც მოთხოვნა-მიწოდება არეგულირებს მთლიანად თამაშის წესებს. განაგრძეთ კითხვა