"დადგა მომენტი, როცა საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, თუ რა ხდება პოლიტიკის კულისებში" - ხუნდაძემ, სუბარმა და ყაველაშვილმა დაპირებული ინფორმაციის გავრცელება დაიწყეს | Allnews.Ge

"დადგა მომენტი, როცა საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, თუ რა ხდება პოლიტიკის კულისებში" - ხუნდაძემ, სუბარმა და ყაველაშვილმა დაპირებული ინფორმაციის გავრცელება დაიწყეს

"კან­დი­და­ტის თემა იყო ერ­თგვა­რი "სა­თა­გუ­რი", რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თავი შე­ა­ყო­ფი­ნეს - კი­დევ ერთხელ უნდა [„ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“] ხელი მოგ­ვა­წე­რი­ნონ პო­ლი­ტი­კურ შე­თან­ხმე­ბა­ზე, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ორი დამ­ნა­შა­ვე ცი­ხი­დან უნდა გა­მო­ვი­დეს და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ქვეყ­ნი­დან წა­ვი­დეს - უნ­დათ, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გი მოგ­ვი­შა­ლონ და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა დაგ­ვა­კარ­გვი­ნონ, რისი დაშ­ვე­ბაც არაფ­რის ფა­სად არ შე­იძ­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" წა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის, სო­ზარ სუ­ბა­რის, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის და დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

ამას­თან, რო­გორც დე­პუ­ტა­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, ბა­კუ­რი­ან­ში ოპო­ზი­ცი­ის შეკ­რე­ბა­ზე რე­ვო­ლუ­ცი­ის­თვის ორი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სცე­ნა­რი იყო შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი - პირ­ვე­ლი, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე, ხოლო მე­ო­რე, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გათ­ვლი­ლი სცე­ნა­რი. მათი თქმით, სცე­ნა­რის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ომის და­წყე­ბაა."გა­სუ­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, პარ­ტი­ის ლი­დე­რებ­თან და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებ­თან გვქონ­და სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კუ­სია მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ჩვე­ნი და გუნ­დის სხვა ლი­დე­რე­ბი­სა და წევ­რე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი სრუ­ლად ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს. თუმ­ცა, ვერ ვთან­ხმდე­ბით მხო­ლოდ ერ­თზე - რა დო­ზით უნდა ვუ­თხრათ სი­მარ­თლე სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

რა თქმა უნდა, დიდ­წი­ლად გვეს­მის კო­ლე­გე­ბის, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბი­სას თავ­შე­კა­ვე­ბაა სა­ჭი­რო. თუმ­ცა, დღეს დად­გა მო­მენ­ტი, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა მი­ვა­წო­დოთ ბევ­რად მეტი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რა ხდე­ბა ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის კუ­ლი­სებ­ში. აქ სას­წორ­ზე დგას არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ან რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ჩვენ­გა­ნის, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფოს და ხალ­ხის ბედი. შე­სა­ბა­მი­სად, დროა, სა­კუ­თა­რი თა­ვის და ქვეყ­ნის დაც­ვა უშუ­ა­ლოდ ხალ­ხს უფრო მე­ტად მი­ვან­დოთ.

არი­ან დიდი ძა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სურთ რე­ვო­ლუ­ცია, ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა და მისი ჩა­ნაც­ვლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი 2004-12 წლებ­ში ჩა­დე­ნილ უამ­რავ და­ნა­შა­ულ­ზე.

ამი­სათ­ვის შედ­გა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და მისი მე­დია და ენ­ჯე­ო­სა­ტე­ლი­ტე­ბის შეკ­რე­ბა ბა­კუ­რი­ან­ში, სა­დაც ამე­რი­კი­დან სა­გან­გე­ბოდ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის ცნო­ბი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი, პი­ტერ აკერ­მა­ნი.

ამი­სათ­ვის შე­მო­ი­ტა­ნეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის თე­მაც. ცხა­დია, უკ­რა­ი­ნის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტო­ბა დღეს სრუ­ლი­ად არა­რე­ლე­ვან­ტუ­რია. რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის გამო, ქვე­ყა­ნა ცე­ცხლის ალ­შია გახ­ვე­უ­ლი, ქვე­ყა­ნა ნად­გურ­დე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა და ასეთ დროს, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ამ ქვეყ­ნის­თვის, ბუ­ნებ­რი­ვია, მცი­რე ნუ­გე­შა­დაც კი არ გა­მოდ­გე­ბა. იგი­ვე ეხე­ბა მოლ­დო­ვას, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ ესა­ზღვრე­ბა კონ­ფლიქ­ტის ზო­ნას, ასე­უ­ლო­ბით ათას უკ­რა­ი­ნელ ლტოლ­ვილს იფა­რებს და უმ­ძი­მეს ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებს გა­ნიც­დის. ერ­თა­დერ­თი, რის­თვი­საც კან­დი­და­ტის თემა დას­ჭირ­დათ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი ფო­ნის დამ­ძი­მე­ბა და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მუხ­ტის ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნა იყო.

კან­დი­და­ტის თემა იყო ერ­თგვა­რი "სა­თა­გუ­რი“, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თავი შე­ა­ყო­ფი­ნეს. ამ საქ­მე­ში თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ჩარ­თეს, რო­მე­ლიც ბრი­უ­სე­ლი­დან ამ თე­მით და­სა­ჩუქ­რე­ბუ­ლი გა­მო­უშ­ვეს. პირ­ვე­ლა­დი გათ­ვლით, სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში სწო­რედ ზუ­რა­ბიშ­ვილს უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ამის გამო, მან კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვით პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მის და­ა­ნონ­სე­ბაც კი იკად­რა. თუმ­ცა, გუნ­დმა სწო­რად იმოქ­მე­და და ეს სცე­ნა­რი ჩა­შა­ლა. ამის შემ­დეგ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და მისი სა­ტე­ლი­ტე­ბი აა­მუ­შა­ვეს და გა­ნა­ცხა­დის შე­სა­ხებ კამ­პა­ნია მათ აა­წე­ვი­ნეს, რის შემ­დე­გაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად მი­ი­ღო.

ბა­კუ­რი­ა­ნის შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა წი­ნას­წარ იცოდ­ნენ და საქ­მე­ში ჩა­ხე­დუ­ლი კა­ცის­თვი­საც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო რთუ­ლი გა­მო­საც­ნო­ბი, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს მის­ცემ­დნენ უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას, სა­ქარ­თვე­ლოს კი სტა­ტუ­სის გა­რე­შე და­ტო­ვებ­დნენ და ეს მო­ლო­დი­ნი სრუ­ლად გა­მარ­თლდა.

ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, მოვ­ლე­ნე­ბიც ზუს­ტად ისე წა­რი­მარ­თა, რო­გორც ამას წი­ნას­წარ პროგ­ნო­ზი­რებ­დნენ გუნ­დის წევ­რე­ბი. ბა­კუ­რი­ა­ნის შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მყი­სი­ე­რად გა­მო­ვიდ­ნენ და მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მა მო­ი­თხო­ვეს.

"ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ რევ­კო­მს ორი ტერ­მი­ნი აკე­რია პირ­ზე: დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია და დე­პო­ლა­რი­ზა­ცია. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს ორი ტერ­მი­ნი ჯერ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ჩა­ი­წე­რა, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით ევ­რო­პუ­ლი კო­მი­სი­ის დას­კვნა­შიც გა­და­ი­ტა­ნეს.

ეს ტერ­მი­ნე­ბი მათ მიერ მარ­ტი­ვად ითარ­გმნე­ბა: დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია ნიშ­ნავს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლას, ხოლო დე­პო­ლა­რი­ზა­ცია - სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და გვა­რა­მი­ას ცი­ხი­დან გა­მოშ­ვე­ბას.

რე­ვო­ლუ­ცი­ის­თვის ორი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სცე­ნა­რი იყო შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი: ერთი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი და მე­ო­რე შე­და­რე­ბით გრძელ­ვა­დი­ა­ნი.

მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სცე­ნა­რი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე იყო გათ­ვლი­ლი. ცნო­ბი­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ით და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უმ­ძი­მე­სი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს და ხალ­ხში ემო­ცი­უ­რი ფო­ნის შექ­მნას ამით შე­ე­ცად­ნენ. თუმ­ცა, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სცე­ნა­რი ჩა­ვარ­და და პირ­ველ ცდა­ზე რე­ვო­ლუ­ცია არ შედ­გა.

მე­ო­რე სცე­ნა­რი კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე არის გათ­ვლი­ლი. კან­დი­და­ტო­ბა­ზე უა­რის თქმით, შექ­მნეს გარ­კვე­უ­ლი ემო­ცი­უ­რი ფონი, რა­საც, მათი გათ­ვლით, უნდა მოყ­ვეს იმ ე.წ. რე­ფორ­მე­ბის თავს მოხ­ვე­ვა, რო­მელ­თა ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა და ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მი­სა­კუთ­რე­ბაა.

ერთ-ერთ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარს, მი­ხა­ელ გა­ლერს ათ­ქმე­ვი­ნეს კი­დეც, პარ­ტი­ე­ბი ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის­თვის უნდა მო­ემ­ზა­დო­ნო. ანუ კი­დევ ერთხელ უნდა გაგ­ვიყ­ვა­ნონ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩარ­ჩო­დან და ხელი მოგ­ვა­წე­რი­ნონ პო­ლი­ტი­კურ შე­თან­ხმე­ბა­ზე, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ორი დამ­ნა­შა­ვე ცი­ხი­დან უნდა გა­მო­ვი­დეს და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ქვეყ­ნი­დან უნდა წა­ვი­დეს. ამით უნ­დათ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გი მოგ­ვი­შა­ლონ და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა დაგ­ვა­კარ­გვი­ნონ, რისი დაშ­ვე­ბაც არაფ­რის ფა­სად არ შე­იძ­ლე­ბა. და­უშ­ვე­ბე­ლია იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დაჯ­დო­მა, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფოს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, არ­ცერთ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუტს არ ცნო­ბენ.

იმა­ვე გა­ლერს ისიც ათ­ქმე­ვი­ნეს, ივა­ნიშ­ვი­ლი თუ პატ­რი­ო­ტია, ქვეყ­ნი­დან უნდა წა­ვი­დე­სო. გა­ლე­რის ამ ფრა­ზი­დან ნათ­ლად იკი­თხე­ბა მათი სუ­ლის­კვე­თე­ბა და მთა­ვა­რი მი­ზა­ნი: პატ­რი­ო­ტე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლო უყ­ვართ, ქვე­ყა­ნას უნდა მო­შორ­დნენ და ქვეყ­ნის სა­და­ვე­ე­ბი არა­პატ­რი­ო­ტებს, უსამ­შობ­ლო და უღ­მერ­თო ხალ­ხს უნდა დარ­ჩეს.

უსამ­შობ­ლო და უღ­მერ­თო ადა­მი­ა­ნე­ბი კი იმი­ტომ უნ­დათ, რომ ისი­ნი ნე­ბის­მი­ერ და­ვა­ლე­ბა­ზე მო­ა­წე­რენ ხელს. რაც მთა­ვა­რია, თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი და­ი­წყე­ბენ ომს, რაც მთე­ლი ამ სცე­ნა­რის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია. სწო­რედ ამის გამო იყ­ვნენ ზე­ლენ­სკი და არა­ხა­მია რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მი­ტინ­გის პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რაც, ასე­ვე, აკერ­მა­ნის სცე­ნა­რის ნა­წი­ლი იყო.

ფაქ­ტია, რომ სა­ქარ­თვე­ლო მხო­ლოდ სა­ომ­რად სჭირ­დე­ბათ და ქარ­თველ ხალ­ხს სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცად გა­ნი­ხი­ლა­ვენ. კარ­გად ეს­მით, რომ არც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­ი­მე­ტებს ქვე­ყა­ნას და ხალ­ხს სა­ბე­დის­წე­რო ომის­თვის და არც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მოს­თხოვს მას ამის გა­კე­თე­ბას. სწო­რედ ამი­ტომ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სჭირ­დე­ბათ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნას გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის უპ­რობ­ლე­მოდ გა­ი­მე­ტე­ბენ. სწო­რედ ასე­თე­ბი არი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ენ­ჯე­ო­ე­ბის ლი­დე­რე­ბი თუ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სა­ხე­ე­ბი“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

myquiz