"არ დაიჯეროთ, რომ ვიდეოების ყურებაში გიხდიან ფულს" - რას წერს ეკონომისტი ე.წ. უფასო ფულის აპლიკაციებზე? | Allnews.Ge

"არ დაიჯეროთ, რომ ვიდეოების ყურებაში გიხდიან ფულს" - რას წერს ეკონომისტი ე.წ. უფასო ფულის აპლიკაციებზე?

ეკო­ნო­მის­ტი ოთო აბე­სა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში ე.წ. უფა­სო ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად შექ­მნილ აპ­ლი­კა­ცი­ებს ეხე­ბა.

ის მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლებს, რომ მსგავს ფი­ნან­სურ პი­რა­მი­დებს უნდა ერი­დონ.

"ეს არის სა­გან­გა­შო! ნუ მიყ­ვე­ბით ფი­ნან­სურ პი­რა­მი­დებს 2014-2017 წლებ­ში არ­სე­ბობ­და ესე­თი მა­რაზ­მი QNET, რომ­ლის ვა­ლებ­საც დღემ­დე იხ­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი. სწრა­ფი და მარ­ტი­ვი გამ­დიდ­რე­ბის მა­ნი­ით შე­პყრო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საა ეს შექ­მნი­ლი და და­ი­ჯე­რეთ ე.წ. “ბო­ტას­ზე” გახ­სოვთ ხომ? ვა­ლით ნა­ყი­დი 1200 USD - იანი აპ­ლი­კა­ცია დღეს რომ უკვე უფა­სოა ხომ გაფრ­თხი­ლებ­დით?

TESLA MEDIA, რო­მე­ლიც მო­რი­გი თაღ­ლი­თო­ბაა და არა­ნა­ი­რი სა­ერ­თო არაქვს რე­ა­ლუ­რად ტეს­ლას­თან. ასე­ვე LYST, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე პრი­მი­ტი­უ­ლი პი­რა­მი­დაა რაც ოდეს­მე შექ­მნი­ლა. არ და­ი­ჯე­როთ, რომ სი­ა­რულ­სა და ვი­დე­ო­ე­ბის ყუ­რე­ბა­ში გიხ­დი­ან ფულს აგიხ­სნით ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად რომ გა­ი­გოთ.

1 "ბო­ტასს” აღარ შე­ვე­ხე­ბი ეს უკვე ჩავ­ლი­ლი ამ­ბა­ვია.

2 ტეს­ლა და ლის­ტი - აქ ბევრ მითს მო­ის­მენთ, რომ ვი­ღა­ცის მე­გო­ბარ­მა და ვი­ღა­ცის ბი­ძაშ­ვილ­მა იყი­და ბინა ან დღე­ში 300 დო­ლარს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს ასე­ვე ყო­ველ­თვის მო­გიყ­ვა­ნენ ვინ­მე “ცნო­ბი­ლის” მა­გა­ლითს რომ აი იმა­საც აქვს ან ვინ­მე “ინფლუ­ენ­სე­რი” გე­ტყვით, რომ ეს მას აქვს და მა­გა­რია. (სი­ნამ­დვი­ლე­ში თქვენ­ზე, პი­რა­დად თქვენ­ზე აკე­თებს ფულს)მოდი ავი­ღოთ ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა გერ­მა­ნია, სა­დაც დღე­ში 300 დო­ლა­რი ძა­ლი­ან დიდი ანა­ზღა­უ­რე­ბაა ესე­ი­გი გერ­მა­ნე­ლე­ბი არი­ან ბრიყ­ვე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი, ბან­გლა­დე­შე­ლე­ბი და პა­კის­ტა­ნე­ლე­ბი ჭკვი­ა­ნე­ბი?

რა­ტომ არის, რომ მხო­ლოდ და­ბა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნებ­შია პო­პუ­ლა­რუ­ლი მსგავ­სი მა­რაზ­მი? არ ჩავ­ყვე­ბი მეც­ნი­ე­რულ ანა­ლიზს უბ­რა­ლოდ მარ­ტი­ვად აგიხ­სნით. მსგავ­სი პი­რა­მი­დის სა­თა­ვე­ში მყო­ფი 100 ადა­მი­ა­ნის გარ­და ყვე­ლა, უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა არის პი­რა­მი­დის შე­მავ­სე­ბე­ლი წყა­რო მხო­ლოდ. ყვე­ლა ეგე­თი პრო­ექ­ტი გათ­ვლი­ლია 3-6 თვის ვა­და­ზე.

P.S. ბო­ტა­სის მა­გა­ლი­თი გახ­სოვთ, სა­დაც 99% მორ­ბე­ნალ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა და­კარ­გა ფული და 101% გე­ტყვით, რომ თა­ვი­სი ამო­ი­ღო. (სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უყ­ვართ აღი­ა­რე­ბა)

და­ა­ნე­ბეთ თავი ამ სი­სუ­ლე­ლე­ებს და თუ გა­და­საყ­რე­ლი ფული გაქვთ და­ეხ­მა­რეთ ვი­საც მარ­თლა ჭირ­დე­ბა" - წერს აბე­სა­ძე.

myquiz