ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხს - დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე როგორც აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთია“ თქვენი - თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით | Allnews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხს - დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე როგორც აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთია“ თქვენი - თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმ ქართველებს, რომლებიც უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძვიან, მადლობა გადაუხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა დონბასსა და ყირიმს არასდროს დათმობს, ისევე როგორც, საქართველო „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთს.

„მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებრძოლებთან ერთად რუსების წინააღმდეგ იბრძვიან. მათი წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა, მათი ჭრილობა ჩვენი ჭრილობაა და ჩვენი გამარჯვება თითოეული მათგანის გამარჯვება იქნება, ასევე ყოველი თქვენგანის. ჩვენ არასდროს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე როგორც აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთია“ თქვენი. თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

myquiz