ირაკლი ღარიბაშვილი - ემოციური გამოსვლებისთვის საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო, მათ შორის თქვენ მაგივრად, ძვირფასო ოპონენტებო! | Allnews.Ge

ირაკლი ღარიბაშვილი - ემოციური გამოსვლებისთვის საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო, მათ შორის თქვენ მაგივრად, ძვირფასო ოპონენტებო!

ჩვენ ეს დავიმსახურეთ და ქართველმა ხალხმა დაიმსახურა, რომ ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური წლიურ ანგარიშს წარადგენს.

გარდა ამისა, ღარიბაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმ სიტყვიერი შელაპარაკების გამო, რომელიც მასსა და ოპოზიციონერებს შორის დღევანდელი გამოსვლის დროს მოხდა.

„ეს არის ისტორიული ჩანაწერი - არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას. ამას ითხოვს ხალხი 30 წელია. ეს მართლაც არის დიდი მონაპოვარი, შემთხვევით ჩვენ არავინ არაფერს გვაჩუქებს.

კიდევ ერთხელ მინდოდა მეთქვა - ასეთი ემოციური გამოსვლებისთვის საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო, მათ შორის თქვენ მაგივრად, ძვირფასო ოპონენტებო. ამდენი ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადების მოსმენა არ არის სასიამოვნო, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან რთულია ასეთ უმსგავსო ქმედებებს და შეურაცხყოფებს არ გამოეხმაურო“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.