ყოფილმა რძალმა დედამთილი მოიტაცა | Allnews.Ge

ყოფილმა რძალმა დედამთილი მოიტაცა

42 წლის ბერძენი ქალბატონი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ყოფილი დედამთილი მანქანით ჯერ გაიტაცა, მერე გაიტანა და მძიმე დაზიანებები მიაყენა.

68 წლის ქალი ამ დროისთვის საავადმყოფოში მკურნალობს, მას დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.

პოლიციის მასალებიდან ირკვევა, რომ ეს განზრახ ჩადენილი ქმედება იყო.

42 წლის ქალს ყოფილ მეუღლესთან და მის ოჯახთან უთანხმოება აქვს და ისინი ბავშვების მეურვეობაზე სასამართლოში დაობენ.

ბოლო გადაწყვეტილებით, 13 წლის ბიჭზე დროებითი მეურვეობა მამამ მიიღო, რადგან დამტკიცდა, რომ 13 წლის ბავშვზე ხორციელდებოდა ძალადობა დედის გარემოცვის მხრიდან, 6 წლის გოგონა კი, ჯერ კიდევ დედასთან რჩებოდა.

მამაკაცმა ამჯერად ყოფილი მეუღლე გოგონას მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, მისი ყოფილი ცოლი 6 წლის გოგონას მამის წინააღმდეგ განაწყობდა და თავად უქმნიდა ისეთ განწყობას, რომ მამასთან წასვლა არ მოესურვებინა. ირკვევა, რომ სასამართლომ გოგონასთან მიმართებაშიც მიიღო გადაწყვეტილება, ისიც მამის სახლში გადასულიყო.

როგორც ჩანს, 42 წლის ქალს ამ ყველაფერმა საბოლოოდ დააკარგვინა კონტროლი, ყოფილი მეუღლის სახლში მივიდა და გარკვეული შეკამათების შედეგად ყოფილ დედამთილს მანქანით დაეჯახა.

ბრალდებულის ვერსიით, დედამთილი სრულიად მოულოდნელად მანქანის წინ გადახტა, თუმცა, საჩივარში წერია, რომ ყოფილმა რძალმა განზრახ დაძრა მანქანა და დედამთილს დააჯახა.