რამდენ ხანს უნდა გყავდეთ ბავშვი კურორტზე და რა უნდა გაითვალისწინოთ დასასვენებელი ადგილის შერჩევისას - პედიატრის რჩევები მშობლებს | Allnews.Ge

რამდენ ხანს უნდა გყავდეთ ბავშვი კურორტზე და რა უნდა გაითვალისწინოთ დასასვენებელი ადგილის შერჩევისას - პედიატრის რჩევები მშობლებს

"მთა­ვა­რი, რაც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ კუ­რორ­ტის არ­ჩე­ვი­სას, არის სუფ­თა ჰა­ე­რი. არის სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, უამ­რავ პა­ცი­ენტს არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა პო­პუ­ლა­რულ კუ­რორ­ტებ­ზე წა­სას­ვლე­ლად, რად­გა­ნაც საკ­მა­ოდ ძვი­რია.

ბახ­მა­რო, მთა-თუ­შე­თი და სხვე­ბი უნი­კა­ლუ­რი კუ­რორ­ტე­ბია, უბ­რა­ლოდ იქ დას­ვე­ნე­ბა ძვი­რია და შე­ჭირ­ვე­ბულ­მა მშობ­ლებ­მა არ იდარ­დონ ამა­ზე და არ ჩათ­ვა­ლონ, რომ შვილს ყვე­ლა­ფერს ვერ უკე­თე­ბენ, შე­უძ­ლი­ათ ბავ­შვე­ბი გა­იყ­ვა­ნონ თა­ვი­ანთ სოფ­ლებ­ში“, - ამ­ბობს პე­დი­ატ­რი.

მი­სი­ვე თქმით, მო­საზ­რე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ბავ­შვი კუ­რორტზე 21 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გყავ­დეთ და რომ სხვა შემ­თხვე­ვა­ში, მო­ზარ­დი სარ­გე­ბელს ვერ მი­ი­ღებს, მი­თია და საბ­ჭო­თა დრო­ი­დან იღებს სა­თა­ვეს.

"21 დღე ბავ­შვის გაყ­ვა­ნა კუ­რორტზე, ეს არის საბ­ჭო­თა გად­მო­ნაშ­თი, იყო 21 დღი­ა­ნი ე.წ. პუ­ტი­ოვ­კა, 21 დღი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით ჩრდი­ლო­ე­თი­დან ჩა­მო­სულ ადა­მი­ა­ნებს ეძ­ლე­ო­დათ. დოგ­მა, რომ უნდა გა­იყ­ვა­ნოთ აუ­ცი­ლებ­ლად ერთი კვი­რა, 5 დღე, 9 დღე, არ­სად არ არის გა­წე­რი­ლი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე არ შემ­ხვედ­რია, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც და­ვუშ­ვათ 21 დღე უნდა გა­ვიყ­ვა­ნოთ.

რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდ­ხანს იქ­ნე­ბა კუ­რორტზე ბავ­შვი, მით უფრო სა­სარ­გებ­ლოა“, - ამ­ბობს თე­მურ მი­ქე­ლა­ძე, თუმ­ცა იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ მო­ზარ­დის­თვის სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა თუნ­დაც შა­ბათ-კვი­რას ქა­ლაქ­გა­რეთ წაყ­ვა­ნაც.

"ქა­ლა­ქი­დან თუნ­დაც შა­ბათ-კვი­რას გას­ვლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გვაქვს საკ­მა­ოდ სტრე­სუ­ლი გა­რე­მო, რო­მე­ლიც ამ პან­დე­მი­ა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა და ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს გან­ტვირ­თვას, გა­ნიტ­ვირ­თე­ბა რო­გორც მშო­ბე­ლი, ასე­ვე ბავ­შვი“ - აღ­ნი­შავს პე­დი­ატ­რი.

თე­მურ მი­ქე­ლა­ძე სა­უბ­რობს ჰი­გი­ე­ნის როლ­ზე და ამ­ბობს, რომ სხვა­დას­ხვა ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან და­სა­ცა­ვად, ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის დაც­ვა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. ის ასე­ვე მშობ­ლებს აძ­ლევს რჩე­ვებს, თუ რო­გორ და­იც­ვან ბავ­შვი მზის დამ­წვრო­ბის­გან და მზის ალერ­გი­ის­გან.

"ხში­რია სხვა­დას­ხვა ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი და დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის დაც­ვას და მხო­ლოდ კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო არა. ამ პე­რი­ოდ­ში ხში­რია ენ­ტე­რო­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბი. სა­ნა­პი­რო­ზე უნდა და­ვიც­ვათ პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი.

გან­სა­კუთ­რე­ბით ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ მალ­ფუ­ჭე­ბად პრო­დუქ­ტებ­თან. რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შვს ახა­ლი მომ­ზა­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი მის­ცეთ, საკ­ვე­ბი უნდა იყოს თერ­მუ­ლად სწო­რად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, გარ­და ამი­სა, თერ­მუ­ლად სწო­რად უნდა იყოს შე­ნა­ხუ­ლი. ზო­გი­ერთ საკ­ვებ პრო­დუქტს სჭირ­დე­ბა სა­მა­ცივ­რე პი­რო­ბე­ბი. უნდა იყოს ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი და­ცუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მზის ალერ­გი­ას, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში მზის ალერ­გია შე­იძ­ლე­ბა დამ­წვრო­ბა­შიც კი შეგ­ვე­შა­ლოს იმი­ტომ, რომ მა­საც ახა­სი­ა­თებს შე­შუ­პე­ბა და ექიმ­მა უნდა გა­ნას­ხვა­ვოს - მზის ალერ­გი­ია, თუ მზის დამ­წვრო­ბით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი შე­შუ­პე­ბა.

მზის ალერ­გია შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს დერ­მა­ტი­ტით, შე­შუ­პე­ბით და ა.შ. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა დრო­უ­ლად უნდა ჩა­ტარ­დეს, მაგ­რამ მთა­ვა­რი მა­ინც არის მზის სხი­ვე­ბის­გან ბავ­შვის მო­ცი­ლე­ბა.

თუ ბავ­შვი სა­ნა­პი­რო­ზე გაგ­ვყავს, უნდა გა­ვიყ­ვა­ნოთ მზის ჩას­ვლის შემ­დეგ, ან დი­ლით 7:00-დან 9:00 სა­ა­თამ­დე. მზის ალერ­გია არ უნდა შეგ­ვე­შა­ლოს მზის­გან მი­ღე­ბულ დამ­წვრო­ბა­ში“, - ამ­ბობს პე­დი­ატ­რი.

myquiz