რა პირობები უნდა შეასრულოს საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად - ევროკომისია რეკომენდაციებსა და მოსაგვარებელი საკითხების სიას აქვეყნებს | Allnews.Ge

რა პირობები უნდა შეასრულოს საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად - ევროკომისია რეკომენდაციებსა და მოსაგვარებელი საკითხების სიას აქვეყნებს

ევ­რო­კო­მი­სია რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მი­ე­ნი­ჭოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მა­შინ­ვე, რო­გორც კი გარ­კვე­უ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი მოგ­ვარ­დე­ბა.

"მოგ­ვარ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის სა­კი­თხი, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გზით 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბით;

უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნას ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის სრუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, გაძ­ლი­ერ­დეს მათი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ეფექ­ტუ­რი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ასე­ვე მათი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ფუნ­ქცი­ე­ბი;

კი­დევ უფრო გა­უმ­ჯო­ბეს­დეს სა­არ­ჩევ­ნო ჩარ­ჩო, მოგ­ვარ­დეს ეუთო/ოდი­რი­სა და ევ­რო­პის საბ­ჭოს/ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის მიერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი ყვე­ლა ხარ­ვე­ზი,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია კო­მი­სი­ის დას­კვნა­ში.

ამას­თან, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლომ უნდა მი­ი­ღოს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს გამჭვირ­ვა­ლე და ეფექ­ტუ­რი სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის სტრა­ტე­გია და 2021 წლის შემ­დგო­მი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ფარ­თო, ინ­კლუ­ზი­ურ და მრა­ვალ­პარ­ტი­ულ სა­კონ­სულ­ტა­ციო პრო­ცეს­ზე;

უზ­რუნ­ველ­ყოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა სრუ­ლად და ჭეშ­მა­რი­ტად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, ასე­ვე, უზ­რუნ­ველ­ყოს სა­სა­მარ­თლო და პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს, სა­თა­ნა­დო ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და მთლი­ა­ნო­ბა და აღ­მო­ფხვრას გა­მოვ­ლე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბი, მათ შო­რის მო­სა­მარ­თლე­თა კან­დი­და­ტე­ბი­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის წარ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი რე­ფორ­მა და და­ნიშ­ნოს უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დარ­ჩე­ნი­ლი წევ­რე­ბი. ყვე­ლა ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა სრუ­ლად უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს და ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებს" - ნათ­ქვა­მია ევ­რო­კო­მი­სი­ის დას­კვნა­ში.

myquiz